მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

GCCA-იმ დეტალურად შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, მტკიცებულებები, მოვაჭრის ოფიციალური მობილური აპლიკაცია და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. მიღებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი „პრემიუმ პაკეტის“ შეთავაზებისას მომხმარებლებს სათანადო წესით არ აწვდიდა სრულ, მკაფიო და ზუსტ ინფორმაციას მომსახურების არსისა და მიწოდების პირობების შესახებ. კერძოდ, კომპანიის მიერ არ იყო სათანადოდ განმარტებული, რომ მიტანის საფასურის 0 ლარამდე შემცირება Wolt + - ის (პრემიუმ პაკეტი) მომხმარებლებს სხვა დამატებითი ხარჯებისგან არ ათავისუფლებდა. კერძოდ, „პრემიუმ პაკეტის“ შეძენისას მომხმარებელი აღარ იხდის მიტანის საფასურს, თუმცა აღნიშნული არ მოიაზრებს სხვა - ე.წ. SERVICE FEE - მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას. 

GCCA-ის შეფასებით, სახეზეა მოვაჭრის მხრიდან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება. სააგენტო მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფისა და შეცდომაში შემყვანი ეფექტის გამორიცხვის მიზნით, პრემიუმ პაკეტთან დაკავშირებით, მომხმარებლის ეკონომიკური ქცევის განხორციელებამდე, „მომსახურების საფასურის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული მკაფიოდ, გასაგებად და თვალსაჩინოდ. გარდა ამისა, „წესებსა და პირობებში“ განმარტებული უნდა იქნეს „მომსახურების საფასურის“ ცნების არსი და მისი გამოთვლის წესი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - სრულად აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი საქმიანობის შედეგად ზიანი მიადგა.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა