მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

2025 წელს ექსპორტის ზრდა და პროდუქტის საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება - რა წერია GCCA თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

GCCA-ის შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი. დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში. ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე 13 ლარამდე დაფიქსირდა.

ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის 17 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას.

კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო. საქართველოდან თხილის ექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით იტალიაში ხორციელდება, შემდეგ მოდის - გერმანია, ესპანეთი, სომხეთი და სხვ. GCCA-ი თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს განაგრძობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

24.08.2026.18:04

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა.

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე

რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთან პარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა