მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გ.დ. ალკო“ „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ 90%-იან წილს ყიდულობს

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის საცალო და დისტრიბუციის დონეზე განსახორციელებელ კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა.

საკითხი ეხებოდა - შპს „გ.დ. ალკოს“ მიერ შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ 90%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2024 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 20 148 767.5 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1275.48-ს. ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია. შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საბაზრო წილი მცირეა, შესაბამისად, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI = 1.04). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა  7 736 172 745.45 ლარი. ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის საბაზრო წილი - მცირე.

შესაბამისად, GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციების მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

ინფორმაციისთვის: GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯამურად -  288,400.02 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, 18  კონცენტრაციაზე  გაიცა თანხმობა. რაც შეეხება 2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 2 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარე რეჟიმშია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა