Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა
2024 წლის პირველ ნახევარში Geely Auto Group-მა, ჯამში, 955 730 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაცგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. კომპანიას რეკორდული შედეგები აქვს საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებითაც. Geely International-ის მაჩვენებელმა 197,428 გაყიდულ ავტომობილს მიაღწია, რაც 67%-იან ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემებით კომპანია წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
Geely-მ უკვე შეძლო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება არაერთ ქვეყანაში. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 14 ქვეყანაში გაყიდული ავტომობილებით კომპანია პირველ სამეულშია. მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ფილიპინებში.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.