მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო

news image
mbc image

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ზაფხულის სეზონს ახალი, მასშტაბური კამპანიით შეხვდა, რომლის სახელწოდებაა „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ (Geely - Your Side Quest Bestie). Geely-ს საკომუნიკაციო სტრატეგია პირველივე დღიდან Gen-Z თაობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, ავტომობილი ახალგაზრდების ყოველდღიური, მოულოდნელი თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად და საიმედო მეგზურად აქციოს.

კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვიზუალური ბრენდინგი შეიქმნა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ფოტო და ვიდეოგადაღება, რომლებშიც, ინფლუენსერებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საყვარელი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზებაც ელის. Geely, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილი, იდეალური არჩევანია როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც პირველ ავტომობილს ეძებს.

ანანო გოგიბერიძე, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კამპანიის იდეა Gen Z-ის საყვარელი აქტივობიდან და ტერმინიდან „Side Quest” წარმოიშვა. Side Quest - ყველა დაუგეგმავ და სპონტანურ თავგადასავალს გულისხმობს, სადაც Geely შენს საუკეთესო მეგობრად  და საზაფხულო მოგონებების ნაწილად ვაქციეთ.  Geely-ს პოზიციონირება ქართულ ბაზარზე პირველი დღიდან ახალგაზრდულია და სწორედ ასე იქცა Gen Z თაობის საყვარელ ბრენდად. ავტომობილის როგორც ყიდვა, ისე მისი მართვაც შეიძლება იყოს ძალიან სპონტანური და საინტერესო, სწორედ ასეთი ავტომობილია Geely, თავისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. რაც უნდა გადაწყვიტოთ - იქნება ეს მეგობრებთან ერთად მოულოდნელად საღამოს გასეირნება თუ ქალაქგარეთ წასვლა - Geely ყველგან თქვენი საიმედო მეგზურია. ამ ავტომობილს არ სჭირდება განსაკუთრებული წინასწარი შემოწმება დაუგეგმავი Roadtrip-ის წინ. უბრალოდ, შეგიძლიათ დაქოქოთ ავტომობილი, ჩართოთ საზაფხულო ფლეილისტი და საუკეთესო სპონტანური მოგონებები შექმნათ „ჯილისთან“ ერთად.

საზაფხულო შეთავაზებები Geely-ს ავტომობილებსა და სერვისზე

ახალი კამპანიის პარალელურად, „ჯილი ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სპეციალურ საზაფხულო პირობებს სთავაზობს როგორც ახალი მოდელების შეძენისას, ისე სერვისცენტრში მომსახურების მიღებისას.

მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიზინგის სპეციალური პირობით, რომლის ფარგლებშიც Geely Atlas Cool-ის შეძენა თვეში 950 ლარიდან არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, სეზონურ სერვისებზე მოქმედებს 15-20%-მდე ფასდაკლება.

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ საქართველოში Geely-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის N152-ში მდებარეობს. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალ მექანიკოსთა გუნდსა და ავტომობილზე ოფიციალურ გარანტიას, რაც ავტომობილის ფლობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.

კამპანია „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ის ბრენდის გრძელვადიანი, სეზონური საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

ფოტოკრედიტი: ნატა ქანთარია და კრეატიული სააგენტო „ქუიქი“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

20.07.2026.17:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.

500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.

პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.

500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.

მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

https://500.co/founders/eurasia/accelerator  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა