მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, ქუთაისში გაიხსნას პირველი ტექნოლოგიური ჰაბი - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

„გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, ქალაქ ქუთაისში გაიხსნას საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ ამ პროცესის შესახებ  ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამჭვირვალედ და პერიოდულად მიაწოდოს  საზოგადოებას"- ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომელმაც ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

ავთანდილ კასრაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, უკვე დასრულებულია  დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა, ასევე  აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, განახლებული ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ინტერაქციული სამეცნიერო/ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობის პროცესი და ა.შ.

 

„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება.  მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონერია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი.  ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა" - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

მისივე განცხადებით, შენობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურა და უჟანგბადობა, შესაბამისად,  კასრაძის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არამარტო შენობის გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება. 

 

„გამოცდილი არქიტექტურული ჯგუფი მუშაობს შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზე,  დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა - მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ  უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი, პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს" - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა