მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გემო ფესტი იდეალურად ორგანიზებული ღონისძიებაა, უნიკალური გუნდი ჰყავთ, ყველა საკითხი და წვრილმანი გათვალისწინებულია - რესტორანი „ბლ ბაგრატიონი“

news image
mbc image

„ბლ ბაგრატიონი“ – ეს ბორჯომში მდებარე სასტუმრო Borjomi Likani Health & Spa Centre-ს რესტორანია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გამართულ გემო ფესტში მონაწილეობდა. როგორც რესტორნის შეფ-მზარეული აცხადებს, მოხდა ძველი კერძების გაცოცხლება.

„ბლ ბაგრატიონი“ გემო ფესტზე სამი კერძით იყო წარმოდგენილი: შემწვარი თათარბერაგის პასტა ტენილი ყველით და ბაქმაზით, გამომცხვარი ლოკოკინა და მესხური პური ტენილი ყველით და გრილზე შემწვარი ინდაურის ფილე შინდის ტყემლით და ბაქმაზით.

„გემო ფესტში მონაწილეობით გვინდა, ახალი სიცოცხლე მიგვეცა ძველი კერძებისთვის, მოგვეხდინა მესხური სამზარეულოს პოპულარიზაცია და ოდნავ გაგვეთანამედროვებინა. პირველად ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ იდეა ძალიან კარგია.

გემო ფესტში მონაწილეობამდე ჩვენ, შეფებს, შევთავაზეთ კერძების ჩვენეული ვერსია – მათ მოიწონეს.
სამომავლოდ რესტორნის მენიუში გარკვეულ ცვლილებებსაც შევიტანთ. ახალი კერძი არის კარგად დავიწყებული ძველი კერძი. უამრავი კერძია, რომელიც დავიწყებას არის მიცემული და ძალიან მინდა, რომ განვაახლო.

გემო ფესტი იდეალურად ორგანიზებული ღონისძიებაა – უნიკალური კოლექტივი ჰყავთ, ყველა საკითხი და წვრილმანი გათვალისწინებულია. ძალიან კარგი ორგანიზებაა.
ზოგადად ძალიან მომეწონა იდეა, ჩვენი თავი გავაცნოთ და ჩვენს გაგვიცნონ,“ – ამბობს სასტუმრო Borjomi Likani Health & Spa Centre-ს რესტორნის შეფ-მზარეული ხათუნა გოგოლაძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა