გემო ფესტზე გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა - რესტორანი „ნათენაძისგან“
სამცხე-ჯავახეთში გამართული გემო ფესტის ერთ-ერთი მონაწილე იყო რესტორანი „ნათენაძისგან“, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს 3 კერძი: ლოკოკინა კეცზე, ჯავახური ცხარე სენდვიჩი და ბაქმაზის ჩიზქეიქი შესთავაზა.
„ნათენაძისგან“ არის რესტორანი, სადაც ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ძველი მესხური კერძები. „ნათენაძისგან“ მდებარეობს რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე. გემო ფესტზე წარმოვადგინეთ ჯავახური ცხარე სენდვიჩები, ბაქმაზის ჩიზქეიქი – რაც კლასიკური ჩიზქეიქისგან განსხვავებული გემოა – და ასევე ლოკოკინები, რომლის გარეშეც მესხური კულინარია წარმოუდგენელია.
გემო ფესტზე არსებული გაყიდვებით ძალიან კმაყოფილები ვართ – იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე ველოდით. მონაწილეობამ გამოიწვია ვიზიტორების მხრიდან ჩვენი რესტორნით დაინტერესება. მოხარული ვარ, როდესაც ასეთი ფესტივალები ტარდება და გამიხარდება, რაც უფრო ხშირად ჩატარდება. გემო ფესტი სულ სხვა სტანდარტია და ძალიან კარგი ფორმატია,“ – განმარტავს რესტორნის წარმომადგენელი ლუკა გოგოლაძე.
აღსანიშნავია, რომ ღვინის რესტორან „ნათენაძისგან“ სტუმრების 50%-ი ქართველები, ხოლო 50%-იც უცხოელები არიან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.