გემო, სიჯანსაღე და ფუნქციურობა ერთ პროდუქტში - როგორ ქმნის „ქრისფი“ სნექის ახალ სტანდარტს ქართულ ბაზარზე
რეიხები-Reichs&Co არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სნექ „ქრისფის“ სთავაზობს. „ქრისფი“ გემოს, ფუნქციურობასა და თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებულ კონცეფციას აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia-ს რეიხები - Reichs&Co-ის დირექტორსა და მმართველ პარტნიორს, ია ბებიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
რეიხები - Reichs&Co ოპერირებს კვების ინდუსტრიაში და ქმნის სნექების სრულიად ახალ და განსხვავებულ კატეგორიას ქართულ ბაზარზე.
ქრისფის სახელით ბაზარზე გამოვჩნდით პანდემიის პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით გაიზარდა სწრაფი, მაგრამ ჯანსაღი კვების საჭიროება. სწორედ, ამ დროს დავინახეთ მთავარი პრობლემა - ადამიანებს უწევდათ არჩევანი გაეკეთებინათ გემოსა და სიჯანსაღეს შორის. ჩვენ ეს დილემა გავაქრეთ.
ჩვენი ძირითადი სამიზნე სეგმენტია თანამედროვე, აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანი, რომელიც აფასებს, როგორც გემოს, ისე პროდუქტის სიჯანსაღეს. ქრისფი პოზიციონირდება, როგორც „Smart/Healthy Snack” - არჩევანი მათთვის, ვისაც არ სურს კომპრომისი ხარისხსა და სიამოვნებას შორის.
რეიხები-Reichs&Co მომხმარებელს სთავაზობს ქრისფის ხემსს, რომელიც ერთდროულად არის გემრიელი, ჯანსაღი და ფუნქციური.
ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი სახეობის ქრისფი: ყველით; ყველით და ხახვით; სელის მარცვლებით; პაპრიკით; ოსპით(გლუტენ მეგობრული); ტორტილია;

პროდუქტი, მზადდება ნატურალური ინგრედიენტებით (ნატურალური ყველი, ნაღების კარაქი და ა. შ.) არ იწვება ზეთში, არ შეიცავს კონსერვანტებს, დანამატებს, არომატიზატორებს და მორგებულია თანამედროვე ცხოვრების სწრაფ ტემპზე.
ქრისფი არ არის ტრადიციული ხემსი-ეს არის ახალი სტანდარტი სნექის მოხმარების ისტორიაში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ამ მიმართულებით ძალიან დინამიურად იზრდება.
ბოლო წლებში ჯანსაღი ცხოვრების სტილი უკვე ტრენდს სცდება. ის გადაიქცა აუცილებლობად და ყოველდღიურ ჩვევად. განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, სადაც დროის დეფიციტი პირდაპირ გავლენას ახდენს კვების არჩევანზე.
ამასთან, მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ „ჯანსაღი“ პროდუქტით.
მას სურს, რომ ეს პროდუქტი იყოს გემრიელიც და კომფორტულიც.
სწორედ აქ ჩნდება რეიხების-Reich&Co მნიშვნელობა: ჩვენ ვპასუხობთ, არა მხოლოდ, არსებულ მოთხოვნას, არამედ ვქმნით ახალსაც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლებში მავნე სნექების შეზღუდვამ და ჯანსაღი ალტერნატივების მოთხოვნამ კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი პროდუქტის საჭიროება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ რეიხების ქრისფი არ არის არსებული კატეგორიის ნაწილი. ჩვენ ვართ ახალი კატეგორიის შემქმნელები.
ამ ეტაპზე ჩვენს პროდუქტს არ აქვს პირდაპირი ანალოგი ქართულ ბაზარზე.
გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა დგას სამ ძირითად საყრდენზე:
• პროდუქტის ბალანსი - გემო, სიჯანსაღე და ფუნქციურობა ერთ პროდუქტში
• ემოციური გამოცდილება - „ისუსნავე დანაშაულის შეგრძნების გარეშე“
• სანდოობა და ხარისხი - ნატურალური ინგრედიენტები, უსაფრთხო წარმოება და მომხმარებლის ნდობა

ჩვენ არ ვცდილობთ ვიყოთ „უკეთესი ჩიფსი“, არამედ სრულიად ვცვლით მთლიანად სნექის აღქმას.
როგორია „ქრისფის“ სამომავლო გეგმები?
რეიხების ქრისფის განვითარება პირდაპირ უკავშირდება მასშტაბირებას და კატეგორიის გამყარებას.
ამჟამად, უკვე წარმოდგენილი ვართ:
• რითეილ სექტორი: ფრესკო, კარფურის ჰიპერმარკეტები, ევროპროდუქტი, აგროჰაბი, წისქვილი ბაზარი, მინთი მარკეტი, ბილიონი(აჭარა), ოპიუმი და ა.შ
• HoReCa სექტორი: სკა, 8000 მოსავალი, ბუტიკ სასტუმრო შოთა რუსთაველი, იაკობის ეზო, ტერასა რეზიდენკო, კიკეთის ფერმა და ა.შ.
• ონლაინ 24/7-ზე ვოლტ მარკეტის ყველა ფილიალში.
მომდევნო ეტაპზე ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
• საქართველოს მასშტაბით სრული წარმოდგენა რითეილ ქსელებში;
• HoReCa სექტორში თანამშრომლობის გაფართოება;
• საერთაშორისო ბაზარზე გასვლა;
• ახალი გემოებისა და ფორმატების განვითარება;
• ციფრული გაყიდვების არხების გაძლიერება და D2C მოდელის დანერგვა;

ქრისფი - როცა გემო და სიჯანსაღე ერთ სნექში ერთიანდება.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
25.07.2026.14:29
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“
Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.
ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.
ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.