მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

news image
mbc image

65-წლიანი გამოცდილების მქონე გლობალური საგანმანათლებლო ლიდერი GEMS School Management (GSM) საქართველოში შემოდის და Omnia Georgia-სთან პარტნიორობით Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლას გახსნის, რომელიც 2029 წლის სექტემბრიდან მიიღებს მოსწავლეებს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსთვის, რადგან პირველად, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ჯგუფი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სკოლას ქმნის და მისი განვითარების სრულ პროცესში ერთვება, კონცეფციისა და არქიტექტურის შემუშავებიდან დაწყებული, სასწავლო პროგრამებითა და ოპერირების მოდელით დასრულებული. 

Omnia Isani თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც თანამედროვე საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო, სპორტულ და სარეკრეაციო სივრცეებს ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს. საერთაშორისო სკოლის ინტეგრირება ამ ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ უფრო აძლიერებს Omnia Isani-ს, როგორც მომავლის უბნის კონცეფციას, სადაც საერთაშორისო სკოლა არა დამატებითი სერვისი, არამედ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია. 

1959 წელს დაფუძნებული GEMS Education დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერძო საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც 200,000-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება, 176-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენლებს აერთიანებს და თითქმის 500,000 კურსდამთავრებულს ითვლის. GEMS School Management-ის აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ ტარნის, განცხადებით: „Omnia Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში მოხარულები ვართ, რომ მრავალწლიანი საგანმანათლებლო გამოცდილება შევიტანოთ პროექტში, რომელიც თავიდანვე ოჯახების საჭიროებებზე იყო ორიენტირებული. ერთად გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ სკოლა, რომელიც თბილისში საერთაშორისო განათლების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო განვითარების კატალიზატორი გახდება.“

Omnia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ალექსი ბასიაშვილის, განცხადებით: „ეს პარტნიორობა არა მხოლოდ GEMS-ის საქართველოში შემოსვლის პირველი ნაბიჯია, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლებლობაა, რომ საქართველოში შეიქმნას საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც რეგიონისთვისაც სამაგალითო იქნება და განათლების სფეროში ახალ სტანდარტებს დანერგავს. საქართველო ხარისხიან განათლებაზე მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა. GEMS School Management-თან პარტნიორობა კი, გვაძლევს შესაძლებლობას ამ მოთხოვნას ყველაზე ეფექტურად ვუპასუხოთ Omnia Isani-ის პროექტში, ისეთი გარემოს ფორმირებით, სადაც ოჯახებს საერთაშორისო სტანდარტების განათლებაზე წვდომა საკუთარ უბანში ექნებათ. ვამაყობთ, რომ Omnia Isani გახდება ადგილი, სადაც საერთაშორისო სტანდარტების განათლება და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ერთ სივრცეში გაერთიანდება.“ 

GEMS Education-ის შესახებ

GEMS Education მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კერძო საგანმანათლებლო ჯგუფია, რომელიც K-12 განათლების მიმართულებით ოპერირებს და 200,000-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება. 1959 წელს დაფუძნებული GEMS Education დღემდე ოჯახური ბიზნესის პრინციპით იმართება. კომპანიის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა სანი ვარკი (Sunny Varkey), ხოლო ჯგუფს მისი შვილები: დინო ვარკი (ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი) და ჯეი ვარკი (ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე) ხელმძღვანელობენ.

მაღალი ხარისხის განათლებაზე ორიენტირებული GEMS Education მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებსა და აკადემიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ყოველწლიურად GEMS-ის სკოლების კურსდამთავრებულები სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ, მათ შორის Ivy League-ის რვავე უნივერსიტეტსა და გაერთიანებული სამეფოს Russell Group-ის ყველა უნივერსიტეტში. შემდგომში ისინი სხვადასხვა სფეროში ლიდერებად, ინოვატორებად და ცვლილებების შემქმნელებად ყალიბდებიან.

დამატებითი ინფორმაცია: www.gemseducation.com

Omnia Georgia-ს შესახებ

Omnia Georgia უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ინდუსტრიული მშენებლობის მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანული განვითარების ხედვას აერთიანებს. კომპანია ორიენტირებულია მასშტაბური, მრავალფუნქციური პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც გრძელვადიან ღირებულებას ქმნის მაცხოვრებლებისთვის და ინვესტორებისთვის.

კომპანიის ფლაგმანური Omnia Isani, თბილისში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური პროექტია. პროექტი სრულად ინტეგრირებულ ურბანულ სივრცედ არის ჩაფიქრებული და ერთ გარემოში აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო, სავაჭრო და რეკრეაციულ ფუნქციებს. 

Omnia Isani მოიცავს მრავალფეროვან საცხოვრებელ ერთეულებს, რომლებსაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეები და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებული სერვისები ავსებს. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეები, სერვისული აპარტამენტები, სპორტული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და ღია რეკრეაციული ზონები.

თანამედროვე არქიტექტურით, მრავალფუნქციური დიზაინითა და მწვანე სივრცეების მნიშვნელოვანი წილით Omnia Isani თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ურბანულ პროექტად ყალიბდება. პროექტი ასახავს Omnia Georgia-ს ხედვას, შექმნას თანამედროვე, სიცოცხლით სავსე გარემო, რომელიც თბილისის ურბანული განვითარების პროცესს ახალ იმპულსს სძენს.

დამატებითი ინფორმაცია: www.omnia.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

09.10.2026.19:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა