Georgia Capital-მა წარმატებით დაასრულა m²-ის, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერის ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვის ტრანზაქცია, რაც GCAP-ის საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია - ირაკლი გილაური
Georgia Capital-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
,,მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კვარტლის ძლიერი ფინანსური შედეგები, რაც ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული და დისციპლინირებული შესრულების შედეგია. ეს კვლავაც უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტიანობასა და ჩვენი აქციონერებისთვის ღირებულების მდგრად შექმნას. 2026 წლის მეორე კვარტალში ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 175.12 ლარს (50.10 ფუნტ სტერლინგს) მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13.1%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ასახავს ჯგუფის ყველა ძირითად ბიზნესში დაფიქსირებულ ძლიერ ოპერაციულ შედეგებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს Georgia Capital-ის გრძელვადიან ღირებულებისა და ზრდის პოტენციალს აქციონერებისთვის. კომპანიის საჯაროდ სავაჭრო პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 484.1 მილიონი ლარის ღირებულება შექმნა, რამაც ერთ აქციაზე NAV-ის ზრდას 9.4 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. აღნიშნული ზრდა ძირითადად Lion Finance Group PLC-ის აქციის ფასის 22.1%-იანი მატებით იყო განპირობებული. ჯამში, პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 720 მილიონ ლარზე მეტი ღირებულება შექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მაღალი ხარისხისა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობას.
2026 წლის ივნისში Georgia Capital-მა წარმატებით დაასრულა თავისი საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების ბიზნესის m²-ის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Georgia Capital-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გარიგებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჯგუფის ბალანსი, რადგან შეამცირა მისი საერთო რისკის პროფილი.
ჯგუფის ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, ჰოლდინგური კომპანიის დონეზე ვალის არარსებობა და კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკა ასევე აღიარა S&P Global Ratings-მა, რომელმაც Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი BB-დან (Positive) BB-მდე (Stable) გააუმჯობესა.
შედეგად, Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი სრულად გაუთანაბრდა საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პროფილს. ამასთან, 2026 წლის 29 ივნისს, ჯგუფმა გამოაცხადა თავისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital-ის 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვის შესახებ. კომპანიამ უკვე გამოიყენა აღნიშნული ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება 2026 წლის 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამავდროულად, კომპანიამ ასევე გამოაცხადა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების მიმდინარე პროგრამის გახანგრძლივების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გამოსყიდვაა დარჩენილი. მიმდინარე გამოსყიდვის პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ტრანზაქციები სრულად დაასრულებს Georgia Capital-ის 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, თანაც საწყისად განსაზღვრულ 2027 წლის დეკემბრის ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. პროგრამის ვადაზე ადრე დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ძლიერ ფულად ნაკადებს და კაპიტალის განაწილებისადმი დისციპლინირებულ მიდგომას", - აღნიშნავს ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის CEO.
სხვა სიახლეები
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
01.10.2026.14:10
PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე ხელმისაწვდომია.PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.
AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.
როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?
ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.
გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.
„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.
#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში