მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Georgia Palace Hotel-მა ციტრუსის რთველს უმასპინძლა – ღონისძიებაში Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს თანამშრომლები და სასტუმროს ერთგული დამსვენებლები მონაწილეობდნენ

news image
mbc image

ნარინჯისფერი შემოდგომა - მანდარინის არომატით. ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-მ ნოემბრის ნარინჯისფერ ციტრუსის რთველს უმასპინძლა. ოქროსფერი შემოდგომის მონაწილეები კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald's Georgia-ს თბილისისა და რეგიონალური ჰაბების თანამშრომლები, ასევე სასტუმროს ერთგული დამსვენებლები იყვნენ.
ნარინჯისფერი რთველის ტრადიციას სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa წლებია ინარჩუნებს და ერთგული სტუმრებისთვის ნოემბერში დაუვიწყარ დღეს ქმნის.

ციტრუსის რთველი Georgia Palace Hotel & Spa-თვის არა მხოლოდ სეზონური აქტივობა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზავნილია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ტრადიციას მიჰყვება და დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელ დღეს ქმნის.

ციტრუსის რთველის ტრადიციით, Georgia Palace Hotel & Spa ზღვიპირა რეგიონში სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ სტანდარტს აყალიბებს. სასტუმროს უნიკალური ზღვისპირა ხედები და გარემო კი ღონისძიებას დამატებით ხიბლს სძენს. 

ტრადიციული საშემოდგომო რთველის მონაწილეებს Georgia Palace Hotel & Spa-ს ეზოში ნამდვილი აჭარული, ქობულეთური ემოციებით დატვირთული პროგრამა დახვდათ.  დილა ციტრუსის კრეფით დაიწყო. მანდარინის ბაღი სასტუმროს ტერიტორიაზეა გაშენებული.

მანდარინის მოსავლის აღების შემდეგ, ცოცხალი მუსიკალური პროგრამისა და ტრადიციული კერძების მომზადება-დაგემოვნების დრო დადგა. მასპინძლებმა ნარინჯისფერი ციტრუსის რთველზე სტუმრებს აჭარული შემოდგომისთვის დამახასიათებელი  გარემო  შეუქმნეს. ღონისძიება აჭარული ცეკვით გაიხსნა. სტუმრებმა სასიამოვნო გამოცდილებაც მიიღეს.  შეფ-მზარეულებთან ერთად, შეშის ღუმელში ტრადიციული აჭარული ხაჭაპური და ქობულეთური კერძები - ბორანო, მაჯუნი და სინორი - მოამზადეს.

ოქროსფერ შემოდგომას განსაკუთრებული გემო და ელფერი Coca-Cola მიქსის კოქტეილებმა შესძინა. ახლადდაკრეფილი ციტრუსის ბაზაზე დამზადებულმა კოქტეილებმა, ნარინჯისფერი რთველი - 2025 ემოციით დატვირთული და ენერგიით სავსე გახადა. შემოდგომა მანდარინის არომატით - სიმბოლურად ტორტის გაჭრითა და  ფრანების გაშვებით დასრულდა.

მანდარინის ბაღი სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ს ტერიტორიაზე 10 წლის წინ გააშენეს. მას შემდეგ სასტუმროს ორგანიზებით, ოქროსფერის რთველი - უამრავი სტუმრით, მრავალფეროვანი პროგრამითა და არაერთი გასართობი აქტივობით - ერთგვარ ტრადიციად იქცა.

ნარინჯისფერი ციტრუსის რთველი აჭარაში, ზღვიპირა ქალაქებსა და სოფლებში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ფერადი ტრადიციაა. რთველის პროცესს თან ახლავს აჭარული სტუმარმასპინძლობა, ტრადიციული კერძები, ცეკვა, სიმღერა და ის განსაკუთრებული ემოცია, რომელსაც ოქროსფერ შემოდგომაზე შავი ზღვის სანაპირო ქმნის. ამ ტრადიციის შენარჩუნებაში უკვე წლებია გამორჩეულ როლს თამაშობს სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa, რომელიც ნარინჯისფერ ნოემბერს მასპინძლობს და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს თავად გახდნენ ამ დაუვიწყარი ამბის თანამონაწილეები.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა