Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti -ში “ოქროსფერი რთველი” 10-13 ნოემბერს გაიმართა
Georgia palace hotel & spa kobuleti-ში „ოქროსფერი ნოემბერი“ გაიმართა. რამოდენიმე წლის წინ, სტუმრებთან ერთად დანერგილი ციტრუსი წელს პირველად, სასტუმროს დამსვენებლებმა და ასევე, კომპანიის თანამშრომლებმა ერთად აიღეს.
როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმრო Georgia palace hotel & spa kobuleti-ში განუცხადეს, „ოქროსფერი ნოემბერი“ არის ტრადიცია, რომლის დანერგვასაც სასტუმრო აპირებს და ის ყოველ ნოემბერს გაიმართება.
წელს “ოქროსფერ რთველს” Georgia palace hotel & spa kobuleti-მ 10-13 ნოემბერს უმასპინძლა. სასტუმროს ტერიტორიაზე დარგული ციტრუსის ხეებიდან მოსავალი სასტუმროს დამსვენებლებმა, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” და მაკდონალდსის თანამშრომლებმა ერთად აიღეს.
როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, “ოქროსფერი რთველი”, რომელიც ყოველ წელს გაიმართება, აჭარის უნიკალურობოს წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
„კომპანიისთვის პრიორიტეტულია აჭარის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვთვლით, რომ მსგავსი ტრადიციის დანერგვით და შემდგომში უკვე გაფართოებით, სწორედ ტურიზმის ნაწილში ჩვენგან შეტანილი წვლილი იქნება.
„ოქროსფერი რთველის“ აქტივობები სასტუმროს ბაღში გაიმართა. ჩვენივე ხელით მოკრეფილი ციტრუსით კოქტეილები დავამზადეთ. Coke Mix-ის რეცეპტით დამზადებული, კაპის წვენის ბაზაზე მომზადებულ კოქტეილებს, განსაკუთრებით მოუხდა ახლად დაკრეფილი მანდარინი.
როგორც ნამდვილ რთველს და აჭარას უხდება - ამოვავლეთ ჯანჯუხა. დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა , იგივე იმერული ჩურჩხელა არის ოჯახური კავშირის და ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი. ასევე აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული კულინარიული მშვენების - აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც გაიმართა“, - აცხადებენ Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-ში.
Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, თანამშრომლებს და სასტუმროს სტუმრებს, ნოემბრის დაუვიწყარი ისტორია შეუქმნას.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.