Georgian Airlines-ის პროგნოზები გამართლდა და ავიაკომპანია სატვირთო რეისების ლიდერია - ირაკლი მეზვრიშვილი
2023 წელს ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი საქართველოს გავლით 3700 ტონამდე ტვირთს მოემსახურა, რაც 2022 წლის მონაცემებთან გაზრდილი მაჩვენებლებია.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 382 ფრენა შეასრულა, რითაც 2023 წლის ლიდერი გახდა და შესრულებული სატვირთო რეისების მიხედვით ბევრი სხვა ავიაკომპანია უკან ჩამოიტოვა.
როგორც Georgian Airlines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი განმარტავს, კომპანია 2023 წელს სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდა.
„მოლოდინი, რაც 2023 წლის დასაწყისში გვქონდა გამართლდა და ავიაკომპანია Georgian Airlines-მა პროგნოზები გაამართლა. გეტყვით, რომ რეალურად უფრო მეტი საჰაერო ტვირთის ტრანსპორტირების შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა შესაბამისი რაოდენობით საჰაერო ხომალდები არ გვყავდა. მოთხოვნა უფრო მეტი იყო.
ძირითადად საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა უფრო „აბრეშუმის გზის“ მიმართულებით იყო - აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 2023 წელს დავიმატეთ ბორტი, საუბარი მაქვს Boeing 767-ზე და ეს მაჩვენებლები რაც გვაქვს სწორედ ამის დამსახურებაცაა“, - განაცხადა ირაკლი მეზვრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი დღეისათვის 4 ბორტით ოპერირებს და სამომავლო მის გაფართოებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 168. 547 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 6%-იან ზრდას აჩვენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 974.852 ტონა შეადგინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.