Georgian Airways-ი 10 დეკემბრიდან თბილისსა და პეტერბურგს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის 10 დეკემბრიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "ჩრდილოეთის დედაქალაქის საჰაერო კარიბჭე" (სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის ოპერატორი) ავრცელებს.
თბილისსა და პეტერბურგს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ პეტერბურგიდან საქართველოში ფრენა შეგიძლებელია ასევე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ით, რომელიც პეტერბურგიდან ფრენებს თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გააუქმა 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ. ასევე მოიხსნა აკრძალვა ტურისტული პაკეტების გაყიდვაზე.
Georgian Airways დაფუძნებულია თბილისში და არის საქართველოს ეროვნული გადამზიდავი. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება საშუალო დისტანციის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებისგან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.