მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Georgian Airways-ი არის 3 თვითმფრინავიანი კომპანია, წლების მანძილზე სულს ღაფავს და ქალბატონ პრეზიდენტს არასდროს არ უფიქრია მის დახმარებაზე - თამაზ გაიაშვილი

news image
mbc image

ქალბატონ პრეზიდენტს Georgian Airways-ი ნუ ჰგონია Air France, რომელსაც ჰყავს 600 თვითმფრინავი. Georgian Airways-ი არის 3 თვითმფრინავიანი კომპანია და წლების მანძილზე სულს ღაფავს და არასდროს არ უფიქრია ქალბატონ პრეზიდენტს მის დახმარებაზე, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას Georgian Airways-ის საფრენოსნო განყოფილების უფროსი თამაზ გაიაშვილი, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. 

გაიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ფონდი და თუ საქართველოს მოქალაქეების დახმარება უნდა სწორედ საპრეზიდენტო ფონდიდან დააფინანსოს მსგავსი ტიპის რეისები.    

„მას გააჩნია ფონდები და მან უნდა დააფინანსოს ეს რეისები. მის საყურადღებოდ: პანდემიის შემდეგ Georgian Airways-ი გაკოტრების რეჟიმში იყო და ახლა რეაბილიტაციის რეჟიმშია. Georgian Airways-ს არგააჩნია შესაბამისი თანხები, რომ საქველმოქმედო რეისები შეასრულოს. იმავე დროს, Georgian Airways-ს სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია და უცხო კომპანიების დახმარებით არიან დაკავებულები. აი ამას მიხედოს ქალბატონმა და თავისი ფონდიდან დააფინანსოს რამდენიმე რეისი, ეს უფრო უპრიანი იქნება“, აცხადებს Georgian Airways-ის წარმომადგენელი.    

თამაზ გაიაშვილი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც რიგ საკითხებში ვერ ერკვევა.    

„მინდა გამოვთქვა სინანული, რომ ჩვენ ასეთი არაკომპეტენტური პრეზიდენტი გვყავს. გაურკვეველია საკითხებში და სწორედ მას გააჩნია ფონდები, რითაც შეუძლია საქველმოქმედო რეისების დაფინანსება. გაკოტრებაში მყოფ კომპანიას ასეთი რეისების კეთება არ შეუძლია. Georgian Airways-ი აკეთებს ყველაფერს იმის მიუხედავად, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია უკრძალავს საომარ მოქმედებების ზონაში ფრენას. კომპანია საკუთარი რისკის ფასად მაინც ასრულებს ამ რეისებს. არსებობს იმისი რისკიც, რომ ხვალ Georgian Airways-ს დაზღვევას გაუჩერებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია ამ რეისებს მაინც ასრულებს.     ქალბატონ პრეზიდენტს Georgian Airways-ი ნუ ჰგონია Air France, რომელსაც ჰყავს 600 თვითმფრინავი. Georgian Airways-ი არის 3 თვითმფრინავიანი კომპანია და წლების მანძილზე სულს ღაფავს და არასდროს არ უფიქრია ქალბატონ პრეზიდენტს მის დახმარებაზე.    

Air France-მ პანდემიის დროს სახელმწიფოსგან 10 მლრდ-ს დახმარება მიიღო. Georgian Airways-ს კი არცერთი ცენტი არ მიუღია. მას Georgian Airways-ი  Air France ჰგონია.    

600 თვითმფრინავიან კომპანიას ნუ ადარებს 3 თვითმფრინავიან კომპანიას. ცოტა ჯობია, რომ თავს ძალა დაატანოს და უკეთესად იაზროვნოს“,- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.     როგორც ცნობილია, 11 ოქტომბერს Georgian Airways-მა  საქართველო-ისრაელს შორის დამატებითი რეისი დანიშნა.    

„არავითარი დაფინანსება არავისგან არ არის. ამ რეისის ფასებს მე ვერ ვკარნახობ. ისრაელის ავიაკომპანიები დაფრინავენ 35 რეისით და ჩვენ 10 რეისით. ჩვენ ამინდს ვერ ვქმნით. ტარიფების დაწესებაში ამინდს ქმნის ისრაელის ავიაკომპანიები“, - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა