Georgian Wings-მა თბილისი-კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა.
პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა.
ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის და Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Georgian Wings-ის პრეზიდენტის ბატონი შალვა კიკნაძის განცხადებით ,,ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინაუ-თბილისი კვირაში 2 სიხშირით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინაუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვეთს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას".
„ვულოცავთ ჩვენს წევრ კომპანია „Georgian Wings"-ს ახალ ფრენას კიშინაუს მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის განვითარებისა და ოპერირების არეალის გაფართოების, ასევე ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, მსგავსი სიახლეები პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმ დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბთს და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ.გვერდის მეშვეობით georgianwings.com, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.