Geosky Airlines-ი IATA-ს წევრი გახდა - რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება ავიაკომპანიასათვის
ავიაკომპანია Geosky Airlines, სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი გახდა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, IATA-ს წევრობა Geosky Airlines-ის მიზანს წარმოადგენდა და ავიაგადამზიდავი ამ მიზნისკენ სწორი ნაბიჯებით მიდიოდა.
Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორის დავით ნერსეზაშვილის თქმით, IATA-ს ოჯახში ყოფნა ავიაკომპანიებს საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარება და წევრს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას წვდომა ჰქონდეს IATA-ს მიერ საავიაციო სექტორში ჩატარებულ კვლევებზე და საკუთარ თანამშრომლებს ტრენინგები სპეციალური ტარიფებით გაატარონ.
„მიმდინარე წლის ნოემბერში მიწვეულები ვართ რომში, IATA-ს ახალი წევრებისათვის დაგეგმილ სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაზე.
ავიაცია კომპლექსური სფეროა, სადაც ჩართულია ბევრი რგოლი. IATAს წევრობა და IOSA-ს სერტიფიკატი არის ერთგვარი საშვი, აღიარება, რომელიც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის განვითარებისა და უსაფრთხოების დონეს, ადასტურებს მის მიღწევებს.
რაც შეეხება ავიაგადამზიდავის ვალდებულებებს, IATA-ს რეგულაციების მიხედვით, IOSA-ს სერტიფიცირებულ ავიაკომპანიებს, გეგმურად 2-წელიწადში ერთხელ უწევთ გაიარონ განმეორებითი შემოწმება, ე.წ აუდიტი, რომლის ფარგლებშიაც ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვალიფიკაცია და შესაბამისი კომპეტენცია. აუდიტი საკმაოდ შრომატევადი, სტრესული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ადგილზე საბაზო შემოწმებას, დოკუმენტურ მტკიცებულებების არსებობასა და აღწერილი პროცესებისა და პროცედურების ყოველდღიურობაში გამოყენებას.
ისევე როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში არიან სანდო, გამოცდილი და ახალი, განვითარებადი ‘’მოთამაშეები’’. პოტენციურ პარტნიორებს და კლიენტებს დამეთანხმებით, სურთ ითანამშრომლონ გამოცდილ და სანდო ორგანიზაციასთან, რომლის მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება საერთაშორისოდ აღიარებულია“, - აცხადებს Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორი დავით ნერსეზაშვილი.
International Air Transport Association (IATA) აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 335-ზე მეტი ავიაკომპანიას. ასოციაციის წევრობა ხაზს უსვამს ავიაკომპანიის ვალდებულებას შეინარჩუნოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს მგზავრთა საუკეთესო გამოცდილება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.