მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გერმანია და კორეა - Kiwi Post-ი ახალი მიმართულებების დამატებას განიხილავს

news image
mbc image

მალე Kiwi Post-ი საკუთარ მომხმარებლებს ახალ მიმართულებებს შესთავაზებს, რაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, კომპანია თავის პორტფოლიოში გერმანიის და კორეის მიმართულებების დამატებას განიხილავს.

„Kiwi Post-მა ფაქტობრივად ყველა ქვეყანა მოიცვა, როგორიც არის აშშ, ინგლისი, ჩინეთი და ასევე გაქვს ევროკავშირის ორი ქვეყანა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენს მიერ განიხილება გერმანიის მიმართულების დამატება. გერმანია გარკვეულ სეგმენტში პოპულარული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვატარებთ კვლევებს კორეის მიმართულებითაც, სადაც ძალიან ბევრი კოსმეტიკური ბრენდია, რომლებიც საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია“, - განმარტავს ქეთევან შანიძე.

Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერის თქმით, e-commerce წლიდან წლამდე არის მზარდია, შესაბამისად ასეა Kiwi Post-ის შემთხვევაშიც. 

„ყველა მიმართულებით ყოველწლიურად დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. Kiwi Post-ის მომხმარებლებს შორის და არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულია ამერიკა, ინგლისი და ჩინეთი, რომელიც საკმაოდ პოპულარული მიმართულებებია. თუმცა აქტიურია სხვა მიმართულებებიც, მაგალითად, საბერძნეთი, თურქეთი. აქაც ყოველდღიურად არის ზრდა.

ჩვენ ბოლო პერიოდში დავამატეთ პოლონეთის მიმართულება, რომელიც Kiwi Post-ის ​მომხმარებლებს ძალიან გაუხარდათ და პოლონეთიდან ტვირთბრუნვის მხრივ დიდი ზრდა გვაქვს. პოლონეთის მაღაზიებში პროდუქციის ღირებულება საკმაოდ დაბალია და შესაძლებელია სხვადასხვა ბრენდული ტანსაცმლის შეძენა და ასევე პოლონეთის მიმართულებას აქვს დამატებითი ბონუსი, ეს არის ავტონაწილები. 

პოლონურ პლატფორმებზე არის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში ავტონაწილები, რაც ქართველ მომხმარებლებს ძალიან გაუხარდათ და აქტიურად იყენებენ ამ სერვისს“, - აცხადებს ქეთევან შანიძე.

ირკვევა, რომ პოლონეთის მიმართულებიდანაც პოპულარულია ის გლობალური ბრენდები, რაც სხვა მიმართულებებიდან. ეს გამოწვეულია ფასების გამო, რადგანაც იგივე პროდუქცია პოლონეთში უფრო იაფია. ასევე ქართველი მომხმარებლებისათვის საინტერესოა ადგილობრივი, პოლონური ბრენდები.

ახალი მიმართულებების დამატების პარალელურად, Kiwi Post-ი აქტიურად მუშაობას გაფართოებაზეც.

„გაფართოების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგანაც ამანათის მიღების სრულიად ახალ გამოცდილებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განმარტავს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

ნოემბერ-დეკემბერი ნებისმიერი გადამზიდავისთვის საკმაოდ „ცხელი“ პერიოდია და ამ მხრივ არც Kiwi Post-ია გამონაკლისი, სადაც კონკრეტულ დღეებში 50%-იან ზრდას ელოდებიან. 

„შავი პარასკევის“ დღეები და ზოგადად ნოემბერ-დეკემბერი არამხოლოდ Kiwi Post-ისთვის არამედ e-commerce-სთვის ყველაზე მეტად დატვირთული პერიოდია. დაახლოებით 50%-იანი ზრდა გაქვს ყოველწლიურად. ფასდაკლებები იწყება 30%-დან და 70%-მდეც კი ადის. ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება 25 ნოემბრიდან, როდესაც იწყება „შავი პარასკევის“ პერიოდი. 29 ნოემბერს კი ფასდაკლება იდება ყველა პლატფორმაზე. ასევე არის „შავი პარასკევის“ შემდგომი ორშაბათი, რა დროსაც ფასდაკლებას მომხმარებელი ისევ ელოდება“, - ამბობს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

თითქმის 10 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით Kiwi Post-ს დღეს ბაზარზე საკმაოდ გამორჩეული კომპანიაა. 

„Kiwi Post-ისთვის მომხმარებელი და მომხმარებლის კომფორტი უმთავრესია და ამ მიმართულებით დ Kiwi Post-ი აქტიურად მუშაობს. როდესაც კომპანიას აქვს სხვა და სხვა მიმართულება ეს მომხმარებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ არამხოლოდ ერთ პლატფორმაზეა მიჯაჭვული მომხმარებელი არამედ სხვა და სხვა ქვეყნების პლატფორმას იყენებს. ანუ ერთ მომხმარებელს შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პლატფორმიდან ჰქონდეს გამოწერილი ამანათი და როდესაც ეს თავს იყრის ერთ გადამზიდში, ძალიან კომფორტია. ერთი აქაუნტით აკონტროლებ ყველაფერს.

ასევე გვაქვს მაღალი სერვისის დონე, რაც მკაცრად კონტროლდება ჩვენი კომპანიის მენეჯმენტის მიერ და ასევ დრო. ანუ რა პროცესს გადის ამანათი გამოწერიდან მიღებამდე. ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მარტივი მომხმარებლისთვის და დროული.

ჩვენი სერვისის უმნიშვნელოვანესია ასევე დროული კომუნიკაცია. ამ კომპანიების ერთობლიობა კი Kiwi Post-ს ბაზარზე ლიდერ კომპანიად აყალიბებს“, - აცხადებს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა