მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართულ სამდღიან გამოფენაზე, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს  გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე, სააგენტოს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენის „Prowein” დირექტორს, პეტერ შმიტცს შეხვდნენ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 25-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

გამოფენის ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ კონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოეწყო ქართული ღვინის ბრენდირებული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის 300-მდე ბოთლი ღვინო, გაიმართა პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.

ProWein Dusseldorf-ზე გამართულ ქართული ღვინის კიდევ სამ დეგუსტაციას ცნობილი გერმანელი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა.

გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა ღვინის პროფესიონალებთან, სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა