მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

ბავშვთა წვეულებების ახალი კონცეფცია ღია სივრცეში - რას სთავაზობს „ეზობანა“ მომხმარებელს

news image
mbc image

თბილისში მესამე წელია განსხვავებული კონცეფციის სივრცე - „ეზობანა“ გაჩნდა, რომელიც ბავშვების დაბადების დღეებისა და წვეულებების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის. პროექტის დამფუძნებელი და იდეის ავტორია ანა გოგიაშვილია, რომლის მიზანიცაა ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი მეტ დროს ეზოში, სიმწვანეში და თავისუფალ თამაშში გაატარებენ.

„ეზობანა" ტრადიციული დახურული გასართობი სივრცეების ალტერნატივაა. მთავარი აქცენტი ღია სივრცეზე, თავისუფალ და აქტიურ თამაშებზე, ბავშვებისთვის ემოციურად ჯანსაღ გამოცდილებაზე კეთდება.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ თანამედროვე ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ ბუნებასთან კავშირი და ცოცხალი კომუნიკაცია ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, „ეზობანა" არა მხოლოდ დაბადების დღის სივრცეა, არამედ ადგილი, სადაც ბავშვები ეკრანებს დროებით წყდებიან და რეალურ თავგადასავლებში ერთვებიან.

„მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც განსხვავებული იქნებოდა საბავშვო წვეულებების, დაბადების დღეების აღსანიშნად: მეტად თავისუფალი, მხიარული, ჯანსაღ კომუნიკაციაზე აგებული", - ამბობს ანა გოგიაშვილი.

„ეზობანა" ასევე მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას როგორც საკუთარ სივრცეში, ისე გასვლითი სერვისის ფორმატშიც.

ინფორმაციისთვის, სივრცე შეყლაშვილის 15 ნომერში მდებარეობს. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არდიმ Wizz Air-ის მგზავრებისთვის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური კამპანია დაიწყო LXM Media-სთან თანამშრომლობით

28.09.2026.14:09

საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა სადაზღვევო კომპანია არდიმ, LXM Media & Publishing-თან პარტნიორობით ახალი სამოგზაურო დაზღვევის კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია სამოგზაურო დაზღვევის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გზით შეთავაზებაა Wizz Air-ის მგზავრებისთვის როგორც საქართველოდან გამსვლელი, ისე საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის.

კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია 2026 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნის ამოქმედების ფონზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, არდიმ სამოგზაურო დაზღვევის სპეციალურ შეთავაზებებს Wizz Air-ის მგზავრებს კომპანიის ციფრულ არხებში დაახვედრებს. ელექტრონული ავიაბილეთის მიღების შემდეგ, Wizz Air-ის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ არდის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ. შეთავაზება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ევროპაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე Wizz Air-ის რეისებით საქართველოში ჩამომსვლელი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არდისთვის სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების ცნობადობის ზრდის მიმართულებით. ამასთანავე, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოგზაურობამდე მარტივად და მოსახერხებლად შეიძინონ დაზღვევა Wizz Air-ის ციფრული არხების მეშვეობით, რომლებსაც ექსკლუზიურად LXM Media & Publishing მართავს.

„მოგზაურობა ბილეთის შეძენით არ სრულდება, არამედ ამ მომენტიდან იწყება. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა მოგზაურობა მშვიდად დაიწყონ და იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საიმედო სამოგზაურო დაზღვევა მათთვის მარტივადაა ხელმისაწვდომი,“ - აცხადებს თეონა გოდერიძე, არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის საშუალებით, Wizz Air-ის მგზავრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლებით არდის საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევასა და Welcomer-ზე - საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევაზე.

არდი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონებისა და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. არდიში გვჯერა, რომ დაზღვევის ნამდვილი მიზანი ადამიანის შეზღუდვა კი არა, მისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებაა. ჩვენი მიზანია მან თავდაჯერებულად იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, შექმნას და იცხოვროს სრულფასოვნად. სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს ბრენდის მთავარი იდეა - „ცხოვრების ჯერია“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა