მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ღლონტების მეფუტკრეობა“ - ქალი მეწარმის წარმატება გურიიდან ევროპის ბაზრამდე

news image
mbc image

„ღლონტების მეფუტკრეობა“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ნინო ღლონტის მამამ, თამაზ ღლონტმა,  30 წლის წინ გურიაში წამოიწყო. წლების შემდეგ კი  ოჯახურ ბიზნეს სათავეში მამასთან ერთად, ნინო და მისი ძმა ჩაუდგენენ და  წარმატებულად აგრძელებენ საქმიანობას. ნინო  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული - მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ - ერთი მონაწილეა, სადაც ბიზნესის გაძლიერებისა და განვითარებისთვის საჭირო კურსები გაიარა.

„ფუტკრის მოშენება და თაფლის წარმოება მამამ 30 წლის წინ დაიწყო და ახლა კი მასთან ერთად, ამ საქმიანობით მე და ჩემი ძმა აქტიურად ვართ დაკავებულები. მაშინ, როცა მეფუტკრეობაზე, როგორც ბიზნესზე, დავიწყეთ ფიქრი, არ არსებობდა ბრენდი და ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ, სანამ საბოლოოდ შევქმნიდით „ღლონტების მეფუტკრეობას“. დღეს, ჩვენი კომპანია ფუტკრის მრავალფეროვან პროდუქტებს აწარმოებს და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახდენთ. ბოლო წლებში კი აქტიურად დავიწყეთ მეფუტკრეებისთვის საჭირო მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევა“, - ამბობს ნინო.

წლების განმავლობაში ნინოს  არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამასთანავე მიღწევაც, რაც მახსენდება, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლისთვის გზის გახსნაა, რადგან 2019 წელს სწორედ ჩვენი კომპანიის თაფლი გავიდა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ჩვენი გამოცდილება და გავლილი გზა კი  ბევრი კომპანიისთვის მაგალითი გახდა, მათთვის ბევრად გამარტივდა იმ ეტაპების გავლა, რაც მათ ევროპის ბაზრამდე სჭირდებოდათ“, - აღნიშნავს ის

სამწუხაროა, თუმცა, ქალისა და კაცის საქმიანობებს შორის ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც ნინოსთვისაც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ბიზნეს წარმოების პროცესში. „ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის ერთ - ერთი გამოწვევა არის ის, რომ მეფუტკრეობა ძირითადად  მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება და მასში ქალის ჩართულობა სერიოზულად არ აღიქმება“.  მისთვის ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის საკუთარ კომპანიაში არაერთ ქალს ასაქმებს.  „ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, ამას მოწმობს ისიც, რომ აქტიურად ვცდილობთ ქალების დასაქმებას“, - ამბობს ნინო.

თვითგანვითარება და ახლის შესწავლა ნინოს  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეწარმე ქალთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება. „საკუთარი განვითარებისთვის და პროფესიულად საუკეთესო „მეს“ შექმნისთვის მუდმივად ვეძებ სიახლეებს, მუდმივად მსურს გავიგო და ვისწავლო რაღაც ახალი, რაც მომავალში   მომცემს შესაძლებლობას, კარიერულად განვითარდე და  განვავითარო ბიზნესი. როდესაც სოციალურ ქსელში პროგრამის შესახებ შევიტყვე და გავეცანი პროგრამის მიზნებსაი და შინაარსს, სწორედ ეს გახდა  მოტივაცია მასში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მიმეღო ცოდნა და ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ“

როგორც თავად ამბობს,  პროგრამის მეშვეობით, თეორიულ ცოდნასთან და სხვადასხვა ბიზნეს  თუ პიროვნული უნარების განვითარებასთან ერთად, დიდი მოტივაცია შეიძინა.

„მეწარმე ქალთა გადამზადების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. გარდა იმისა, რომ დიდი ცოდნა შევიძინე, თუ როგორ უნდა გავხადო ჩემი საქმიანობა უფრო მეტად წარმატებული და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება,  შევხვდი ძალიან საინტერესო მეწარმე ქალებს, რომლებიც ჩემთვის მოტივატორები გახდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის და დასახული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის არის დიდი ბიძგი, რათა არ გავჩერდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის“, - ამბობს ის.

ნინომ „ღლონტების მეფუტკრეობის“ სამომავლო მიზნებიც გაგვიზიარა და გვითხრა რომ წინ მასშტაბური გეგმები აქვთ. „სამომავლოდ ჩვენი კომპანიის მიზანია გურიის რეგიონში შექმნას მეფუტკრეობის სოფელი, სადაც მეფუტკრესა თუ უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ჩამოვიდეს და გაეცნოს მეფუტკრეობას. მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქტები (თაფლი, ფიჭა).  მას შემდეგ, რაც საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული მეფუტკრეობით დაინტერესება ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ, მსგავსი სოფლის შექმნა არა მხოლოდ ქართველი მეფუტკრეებისთვის იქნება სასარგებლო და ინფორმატიული, არამედ უცხოელ მეფუტკრეებსაც დააინტერესებს, რაც არამარტო ჩვენი ბიზნესის განვითარებას, არამედ ქართული ფუტკრისა და მისი პროდუქტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.“

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით რომელიც და ინოვატორ და მიზანდასახულ, იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდესთავაზობს. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაფუძნებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა