მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ღვინის ბირჟა“ ქსელს აფართოებს

news image
mbc image

ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცე Wine Exchange/ღვინის ბირჟა  სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.

პროექტის ავტორების იდეაა, ღვინის კულტის შემდეგ ქვეყანაში განსაკუთრებული აქვენტი ღვინის სმის კულტურაზე გაკეთდეს.

როგორც ,,ღვინის ბირჟის" დირექტორი ლიზა გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ „ღვინის ბირჟამ“ პარალელურად საქმიანობა გარეუბნებშიც გააგრძელოს, სადაც ხალხი მივა და ღვინოს არა მხოლოდ დააგემოვნებს, ბევრ სიახლეს ეზიარება.

მათ შორის როგორ უნდა შეირჩეს ღვინო, ასევე სმის  უნარ-ჩვევებსა და ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხს მომხმარებელი გამოცდილი სომალიესგან მიიღებს.

„ბირჟის კონცეფციაა, ამ კონკრეტული ადგილიდან რაც შეიძლება, ბევრი ღვინო შესთავაზონ მომხმარებლებსა და ბაზრის მოთამაშეებს. „ბირჟაზე“ წარმოდგენილია მხოლოდ ხარისხიანი ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური. ადგილობრივი პროდუქტის შემთხვევაში, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ ყველა ჯიშის და წარმოშობის ღვინო, რომელსაც მცირე მარნები თუ მსხვილი კომპანიები აწარმოებენ.

მათ შორის უცხოური ჯიშების ღვინოები, რომლებიც საქართველოში იწარმოება. ბირჟის პრინციპით ყალიბდება ფასიც. ხოლო ღვინოსთან ერთად ვთავაზობთ გამორჩეულ მენიუს, რომელიც შეეხამება კონკრეტულ ღვინოს და ამ კულტურის ნაწილია. იდეა იყო ჰაბის ჩამოყალიბება ამ სეგმენტში და ვფიქრობთ, მიდგომამ გაამართლა", - ამბობს ლიზა გრიგალაშვილი.

„ღვინის ბირჟაზე" აქტიურად იმართება დეგუსტაცია-სემინარები, სადაც პროფესიონალები და მოყვარულები ღვინოს ერთად აგემოვნებენ, სინჯავენ, აფასებენ, სწავლობენ და გვიზიარებენ.

„ღვინის სმა, როგორც კულტურა, ახლა შემოდის და მკვიდრდება საქართველოში. ჩვენ ეს მთელ რიტუალად ვაქციეთ, როგორიცაა, ბოთლში ღვინის ჩასხმა, წრუპვა, დაგემოვნება. ბევრი ისეთი ადამიანი მოვიზიდეთ,  ვისაც ამ კულტურაში მონაწილეობის მიღება სურს. დღეს იგი ღვინის მოყვარულთა სასურველი ადგილია და მოთხოვნაც მატულობს, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ გავფართოვდეთ.  გვინდა, მეტ ადამაინს გავაცნოთ ,,ღვინის ბირჟა", ღვინის კულტურის განვითარებაში ჩავრთოთ და ამისთვის თბილისის ბევრ უბანში  შვქმნათ სივრცე, სადაც ჩვენი მოქალაქეები მივლენ და  ღვინის სმის კულტურას ეზიარებიან", - ამბობს ლიზი გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან.

ყურადღებას იქცევს ,,ღვინის ბირჟის" ტალღისებური ლოგო, როგორც ფასის ცვლილების სიმბოლო, რაც ბრენდის სახელწოდების ნაწილთან - ბირჟასთან ასოცირდება.

„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. დასაქმებულია 12 ადამიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა