„ღვინის ბრილიანტმა“ და მისმა დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ იტალიაში „ინოვატორის“ ჯილდო მიიღო
„ღვინის ბრილიანტმა“ და მისმა დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ იტალიაში „ინოვატორის“ ჯილდო მიიღო!
2026 წლის 23-24 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მატერაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე Wine Diamond-ის დამფუძნებელს, თამარ აბულაძეს, ინოვატორის პრემია გადაეცა. ღონისძიებას იტალიელმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ (Carmelo Sgandurra) და Zosimo Wine Critic-ის გუნდმა უმასპინძლეს.

დაჯილდოებაზე ორგანიზატორების მიერ შერჩეული მსოფლიოს 100 საუკეთესო მარანი წარადგინეს.

Wine Diamond ქართული საიუველირო ბრენდია, რომელიც ღვინის ბუნებრივი კრისტალებისგან სამკაულს ქმნის. დაჯილდოების ცერემონიაზე კარმელო სგანდურამ საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ქვევრისა და მეღვინეობის ტრადიციებიც გააცნო.

მატერაში გამართული ღონისძიების ფარგლებში Wine Diamond-ის სამკაულები იტალიელმა მოდელებმა პიერო ფანიცის (PIERO FANIZZI) ფოტოსესიაზე მოირგეს. ფანიცი იტალიელი მოდის ფოტოგრაფი, კრეატიული დირექტორი და არტდირექტორია, რომელსაც 40 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. ის შემოქმედებითი კომპანიის PF25-ის დამფუძნებელია.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ბრილიანტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ იტალიური მოდის სახლის გუნდს, რომელიც საქორწინო კაბებსა და აქსესუარებზე მუშაობს.

იტალიაში ვიზიტი Wine Diamond-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა და იტალიური მოდის სფეროსთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ბრენდი სულ მალე თავის ერთგულ გულშემატკივრებს, იტალიურ მოდასთან დაკავშირებულ ახალ პროექტებს გააცნობს.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.