მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

„ღვინის ემოცია“ განვითარების ახალ ეტაპზე - ინოვაციური დიზაინი, გაფართოებული ასორტიმენტი და საექსპორტო გეგმები

news image
mbc image

„ღვინის ემოცია“ ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. ბრენდი ქმნის სუვენირებსა და სამკაულს საქართველოსა და ვაზის თემატიკით. მიმდინარე სიახლეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თამარ აბულაძეს ესაუბრა.

„ღვინის ემოცია“ ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. ბრენდი ქმნის სუვენირებსა და სამკაულს საქართველოსა და ვაზის თემატიკით. კომპანიას აქვს გამორჩეული, საავტორო ხელწერა, რომელის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე არ არსებობდა პრემიალური სუვენირები ამ მიმართულებით. ამჟამად, ღვინის ემოცია ცნობილია, როგორც პრემიალური ქართული საჩუქრების ბრენდი. კომპანია იყენებს ბრინჯაოს, მარმარილოს და უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ქვებს. თითოეული მოდელი ხელნაკეთია და შექმნილია საავტორო დიზაინით.

2026 წელს „ღვინის ემოცია“ ახალ მიმართულებებს ნერგავს. მისი საავტორო დიზაინის კოპირების გამო, შეიცვალა პარტნიორი, რომელთანაც წლების მანძილზე თანამშრომლობდა. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქართულ ბაზარზე და დიდი გამოწვევა არაერთი ბიზნესისთვის.

მიუხედავად ცვლილებებისა, „ღვინის ემოციამ“ გაზარდა ასორტიმენტი და შექმნა ახალი მოდელი, სახელწოდებით „ბარაქის მტევანი“, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ქართული, ტრადიციული საჩუქრების მიმართულებით. ეს არის ბარაქის მომტანი მტევანი, რომელიც ყველა ქართლ ოჯახში უნდა იყოს.

„ღვინის ემოცია“ ასევე ზრდის ასორტიმენტს შარფების მიმართულებით. კომპანია ქმნის აბრეშუმის შარფებს, რომელზეც მიკროსკოპში დანახული, გაყინული ღვინის წვეთია გამოსახული. ახალ კოლექციას დაემატა ქართლი ღვინის კრისტალების ფოტოც, რომელიც უანალოგო მიმართულებაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

„ღვინის ემოცია“ აქამდე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებდა, თუმცა, ახლა უკვე მუშაობს საექსპორტო მიმართლებითაც. ყურძნისა და ვაზის თემატიკა ბევრი ქვეყნისთვისაა საინტერესო. კომპანია აფართოვებს ონლაინ გაყიდვებს და გეგმავს ექსპორტის დაწყებას რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმიდან. მის მთავარ ნიშად, ვაზისა და ქართული ღვინის თემატიკის ინოვაციური კუთხით წარმოჩენა რჩება “, - აცხადებს თამარ აბულაძე.

ინფორმაციისთვის, შოურუმი მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას 3/31 ნომერში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა