მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ღვინის ინდუსტრიის ილონ მასკი საქართველოში ჩამოდის: გაიცანით სანი ჰოჯი

news image
mbc image

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

წელს კონკურსს განსაკუთრებით შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ერთ-ერთი მათგანია დიდ ბრიტანეთში ღვინის ინდუსტრიაში აღიარებული ექსპერტი და კონსულტანტი, ლონდონში პრესტიჟული ღვინის ბარების - Diogenes The Dog-ისა და Aspen & Meursault-ის მფლობელი სანი ჰოჯი.

სანი თავის სფეროში განსხვავებული მიდგომებითა და მენეჯმენტით არის ცნობილი. როგორც ბრიტანული ღვინის გამოცემა Club Oenologique წერს, ერთი მხრივ, ჰოჯი ცდილობს ღვინოზე საუბრის ენა ბევრად თავისუფალი და მარტივი გახადოს და ადამიანებს საშუალება მისცეს, გამოთქვან საკუთარი აზრები და ემოციები. მეორე მხრივ კი, ის ღვინის პროფესიონალებს მოუწოდებს ნაკლებად ტექნიკური და უფრო მარტივი ენით ისაუბრონ.

კონკურსის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მანამდე კი სანის ლონდონში დავუკავშირდით და მისი მოლოდინების და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ. 

  • რა მოლოდინები გაქვთ IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-სგან და როგორ ხედავთ კონკურსის გავლენას ქართულ მეღვინეობაზე?
  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, კონკურსზე ველოდები ბევრ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოს - ველური საფუვრებით, გოდრით დაწნეხილს და ქვევრში დაყენებულს. ეს არის ის ძველი ღვინის დაყენების მეთოდი, რომელთა დაუფლებაც დიდ ოსტატობას მოითხოვს, ამიტომ განსაკუთრებით დიდი ინტერესით ველი მათ დაგემოვნებას."

ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ღვინო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მდგომარეობაა ქართული ღვინის ინდუსტრიაში დღეს. ჩემი აზრით, IWSC-ის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ წარუდგენს მსოფლიოს ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას, ხარისხსა და უნიკალურობას. 

მე განსაკუთრებით მაინტერესებს, სად იკვეთება ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდსა და ამ ღვინის მომავალ განვითარებას შორის ზღვარი. მსურს ვნახო, როგორ პასუხობს ბუნებრივი ღვინის წარმოება თანამედროვე მოთხოვნებს. ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მწარმოებლების მოსაზრებების მოსმენა და ამ თემაზე საუბარი

  • ღვინის განათლებისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს ცოდნა კონკურსში ღვინის შეფასებაზე?
  • ღვინის შეფასებისას უპირატესობას ანალიტიკურ მიდგომას ვანიჭებ. ვინაიდან უშუალოდ ვარ ჩართული ამ სფეროს ყველა ასპექტში და ყოველდღიურად მაქვს სტუმრებთან პირდაპირი შეხება, ღვინის დაგემოვნებისას ვფიქრობ მის კომერციულ პოტენციალზე - რამდენად წარმატებული იქნება ის ღვინის მაღაზიასა თუ ბარში. განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ წარმოჩნდება ნაკლებად ცნობილი რეგიონის ღვინო მის უფრო პოპულარულ ანალოგთან მიმართებაში. ვცდილობ წარმოვიდგინო, რა რეაქცია ექნება მომხმარებელს, რომელიც ამ ღვინოს წვეულებაზე მიიტანს და რა ისტორიის მოყოლა შეიძლება მის შესახებ. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა განსაზღვრავს ჩემს საბოლოო შეფასებებს.
  • ღვინის ინდუსტრიაში თქვენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამორჩეული თვისებები აქვს ქართულ ღვინოებს, რითაც ის განსხვავდება სხვა, თქვენთვის ნაცნობი ღვინოებისგან?
  • ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი ტრადიციული დამზადების მეთოდებით და, რაც მთავარია, მრავალფეროვნებით. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ბაზრისთვის განსხვავებული სტილის ღვინოები იწარმოება: აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ბაზრებისთვის - ადგილობრივი საფუვრებითა და დაბალი სულფიტებით დამზადებული ღვინოები; დასავლური ბაზრებისთვის - ხრაშუნა, სუფთა სტილის ღვინოები; ხოლო ნიშური მომხმარებლისთვის - ბუნებრივი ღვინოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამივე ეს განსხვავებული მიმართულება ეფუძნება მეღვინეობის ერთსა და იმავე ტრადიციულ საფუძველს, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს - იშვიათია რეგიონი, რომელიც ასეთი მასშტაბით ახერხებს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
  • როგორც ექსპერტს ღვინის მეცნიერებასა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, როგორ წარმოგიდგენიათ ტექნოლოგიების როლი ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში?
  • ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საკმაოდ რთული და შრომატევადია - ის მოითხოვს განსაკუთრებულ სისუფთავეს და დეტალებზე ზედმიწევნით ყურადღების გამახვილებას

    რკო

    ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა