ღვინის კოსმეტიკა საქართველოს ბაზარზე სიახლეა, გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდია - „ზარბაზანი“ წელს აჯამებს
Zarbazani Wine & Beauty საახალწლოდ მომხმარებლებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იან ფასდაკლებას ჰპირდება.
როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე Businee Insider Georgia -თან ამბობს 2023 წელს ჩვენი კომპანია ერთი წლის გახდა და ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
კომპანიის დირექტორის თქმით, გაიზარდა ბრენდის ცნობადობა საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად, რომ განსაკუთრებული მარკეტინგული კომპანია არ უწარმოებიათ.
„მომხმარებლების გამოხმაურება სოციალური ქსელით გაიზარდა და ასევე თვიდან-თვემდე გვეზრდება გაყიდვები. ღვინის კოსმეტიკა საქართველოს ბაზარზე სიახლეა. ჩვენ მსოფლიომ გვაღიარა ღვინის სამშობლოდ და თვითონ ქართველები ღვინოს სხვა დანიშნულებით არ ვიყენებდით.
ღვინის კოსმეტიკა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომელთაც ქართული ღვინო ძალიან უყვართ. მაგალითად, მოსწონთ საფერავის შამპუნი. გვაქვს ოთხი ღვინის ხაზი - საფერავი, ოჯალეში, ხვანჭკარა და რქაწითელი. თითქმის ორ თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს ვამატებთ. ბოლოს დავამატეთ ტანის ლოსიონი და სკრაბი, რომელიც ყველაზე პოპულარულია. მომხმარებელს განსაკუთრებით მოსწონს ფელამუშის სურნელი“,- ამბობს ნანა დავითაძე.
ბრენდის უნიკალური დიზაინი შექმნილია ქართველი, ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ხელოვანის მიერ.
საახალწლო ფასდაკლება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.