ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ღვინუკამ“ საქმიანობა ტურისტული მიმართულებით გააფართოვა
ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ღვინუკამ“ საქმიანობა ტურისტული მიმართულებით გააფართოვა და რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში 5 ნომრიანი სასტუმრო „წესის მამული“ გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „ღვინუკას“ დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განუცხადა.
„გავაკეთეთ 5 ნომრიანი სასტუმრო „წესის მამული“. ამ ზაფხულს დიდი მოლოდინით ველოდებით. სატესტო რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით, გვაინტერესებს როგორი იქნება მოთხოვნა და როგორ იმუშავებს. ჯავშნების მიღება დაწყებულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგი პლატფორმების გამოყენებით ნომრის დაჯავშნა : Airbnb, Booking.com. სტუმრებს ღამისთევის გარდა ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ცნობისთვის, სასტუმროს მშენებლობა განხორციელდა იმ ადგილზე, სადაც „ღვინუკას“ ბიოვენახი მდებარეობს. აღნიშნულ ადგილას ადრე ძველი შენობა იყო განთავსებული და სწორედ მისი რეკონსტრუქცია განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.