ღვინის მწარმოებელმა კომპანია “რთველისმა“ ასორტიმენტი გააფართოვა
ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „რთველისი“ აქტიურად აგრძელებს არსებული პროექტების და პარტნიორობის განვითარებას. ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ფსუტურმა განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე, კომპანია „რთველისი“ აგრძელებს მიმდინარე პროექტების განვითარებას, ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და არსებული ბრენდების ცნობადობის ამაღლებას. ამასთანავე, კომპანია აქტიურად ანვითარებს საქმიანობას საქართველოს ბაზარზე და ანხორციელებს ახალი პროდუქტის წარდგენას.
როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე?
ბოლო პერიოდში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართ ინტერესი საკმაოდ მზარდია. საერთაშორისო ასპარეზზე ეს ტენდენცია განპირობებულია ქართული ბრენდების გააქტიურებული მარკეტინგული სტრატეგიებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობითა და სახელმწიფო მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას ალკოჰოლური სასმელების სექტორში.
ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ასევე ზრდის ტენდენციას აჩვენებს, განსაკუთრებით კი მიმდინარე კამპანიების ფონზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანია „რთველისის“ მთავარი მიზანი არის ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნა. მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრენდის განვითარებას და უახლოეს მომავალში „რთველისი“ განახლებული ვიზუალური იდენტობით წარსდგება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე – ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში.
როგორია გეგმები 2025 წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
2025 წელს კომპანია გეგმავს საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ახალი ქვეყნების ათვისებას. ამასთანავე, გრძელდება ასორტიმენტის განვითარება – ადგილობრივ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ჩვენი ახალი ღვინოები, მათ შორის ქისი ნახევრად ტკბილი და „გაამოს“ ხაზი, რომელიც მოიცავს ხუთი ტიპის ღვინოს. გარდა ამისა, იგეგმება დამატებითი ახალი ღვინოების წარდგენაც.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.
ცნობისთვის, ,,რთველისმა“ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს, პანდემიის პერიოდში წამოიწყო. კომპანია ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე ასევე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.