ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი
National Geographic საქართველოსა და სილქნეტის ერთობლივი შემეცნებითი შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად საჯარო ლექცია აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ გამართა. თემამ - „ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი – ინოვაციები ადრეულ მიწათმოქმედებაში: უახლესი მონაცემები საქართველოდან“ — სასტუმრო „ტელეგრაფში“ 300-მდე სტუმარი შეკრიბა.
ლექცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, National Geographic Magazine საქართველოსა და კომპანია სილქნეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი - სილქ ჰოსფითალითი.
საჯარო ლექცია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უახლესი მულტიდისციპლინური კვლევების შედეგებს დაეთმო. კვლევების თანახმად, საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000–5800 წლებში, ანუ დაახლოებით 8000 წლის წინ აყენებდნენ. შედეგად, საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ აღიარეს.
ამავე ჟურნალში 2026 წლის 27 აპრილს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ - „An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“ - დაადასტურა, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღემდე დოკუმენტურად დადასტურებული ერთ-ერთი უძველესი კერაა.
ორივე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე იყო. პროექტებში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, დანიისა და ისრაელის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
დავით ლორთქიფანიძემ დამსწრე საზოგადოებას ქვემო ქართლში — გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე — განხორციელებული აღმოჩენების შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე საქართველო დღეს ღვინისა და პურის კულტურის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად აღიარეს.
„ეს არქეოლოგიური ძეგლები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აქ დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი რბილი ხორბლისა და ამავე პერიოდის ღვინის კვალი. ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რამდენად პროგრესულები იყვნენ ჩვენი წინაპრები — ისინი პირველ მიწათმოქმედთა შორის იყვნენ და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ, როგორი იყო ცხოვრება 8 000 წლის წინ,“ — აღნიშნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა.
ლექციის ფარგლებში დავით ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ამ აღმოჩენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე - როგორც საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების, ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე.
ჟურნალი National Geographic საქართველო სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის ხელშეწყობით ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივა, რომელიც ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. შემეცნებითი შეხვედრების სერია კი ახალი იდეებისა და კვლევების გაზიარების სივრცეს ქმნის. საჯარო ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომია სილქნეტის ვიდეოთეკაში.
სხვა სიახლეები
„ინნ დეველოპმენტი“ დიდ დიღომში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს
21.10.2026.14:00
„ინნ დეველოპმენტი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს, დიდ დიღომში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს. პროექტი თანამედროვე არქიტექტურას, რეკრეაციულ სივრცეებსა და ბინების შეძენის მოქნილ პირობებს აერთიანებს. რა გამოარჩევს კომპლექსს ბაზარზე, როგორია კომპანიის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „ფეიმ კონსალტინგის“ დამფუძნებელი და „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ პიარისა და მარკეტინგის მიმართულების პარტნიორი ლანა ბლიაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ინნ დეველოპმენტი“ „ინნ ჯგუფის“ სამშენებლო მიმართულებაა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე, ხარისხიანი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნა. დიდ დიღომში უკვე დავასრულეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც ბინების 98% გაყიდულია, რაც ჩვენთვის მომხმარებლის ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენი ხედვა სცდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართების მშენებლობას. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, კომფორტი და ცხოვრების ხარისხი ერთიან კონცეფციაში იქნება გაერთიანებული.

რა პროექტებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და რომელი მათგანია კომპანიისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პროექტია „ინნ დეველოპმენტ თაუერსი“, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში მიმდინარეობს. ეს არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სამ 24-სართულიან ბლოკს აერთიანებს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფართო ტერასებით, ღია საცურაო აუზით, საბავშვო მოედნით, კომერციული სივრცეებითა და პარკინგით. ამასთან, კომპლექსი პარკიდან მხოლოდ 600 მეტრში მდებარეობს. ჩვენთვის ეს პროექტი კომპანიის განვითარების ახალი ეტაპია. მისი მთავარი იდეაა ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს ყოველდღიური კომფორტისთვის, დასვენებისა და ურთიერთობებისთვის აუცილებელი პირობები ერთ სივრცეში ექნებათ.

რა გამოარჩევს Inn Development Towers-ს ბაზარზე მოქმედი სხვა დეველოპერული კომპანიებისგან და რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი მთავარი უპირატესობა მომხმარებლის ნდობა, კომპანიის რეპუტაცია და განსხვავებული მიდგომაა საცხოვრებელი სივრცეების შექმნის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაპირება რეალურ შედეგად იქცეს. სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობას მომხმარებელთან. ამასთან, „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ კონცეფცია ცხოვრების სტილზეა ორიენტირებული. ფართო ტერასები, რეკრეაციული სივრცეები, აუზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც ბინის კედლებს სცდება. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ არა უბრალოდ უძრავი ქონება, არამედ ცხოვრების ახალი სტანდარტი. მთავარი უპირატესობა კი შეძენის პირობებია, ჩვენთან ბინის შესაძენად არაა საჭირო დანაზოგი, რადგან არ გვქვს პირველადი შენატანი, მშენებლობის დასრულებამდე უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ მობინადრეებს და ძალიან დაბალ ყოველთვიურ გადასახადს.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ახალი პროექტების ლოკაციასა და კონცეფციას?რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და დამატებითი სერვისების ინტეგრირება?
პროექტის დაგეგმვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილმდებარეობის განვითარების პოტენციალს, გარემოს, რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვესა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი ხედვით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი მხოლოდ ბინების ერთობლიობა არ უნდა იყოს. ის უნდა ქმნიდეს სრულფასოვან გარემოს, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, დაისვენოს და ხარისხიანად გაატაროს თავისუფალი დრო და რაც მთავარია ყველა საჭირო ობიექტი იყოს მაქსიმუმ 1 კილომეტრში. კომოფრტს ქმნის ის სივრცეებიც რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, „ინნ დეველოპმენტ თაუერსში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ფართო ტერასებს, ღია აუზსა და საერთო სივრცეებს. გვჯერა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ კომფორტს ზრდის, არამედ ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ჯანსაღი საცხოვრებელი საზოგადოების შექმნას.

რა არის Inn Development Towers-ის სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა ახალი პროექტების დაწყებას, საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას ან სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ წარმატებით განხორციელება და მომხმარებლისთვის იმ ხარისხისა და სტანდარტის შეთავაზებაა, რომელსაც კომპანია ჰპირდება. ამავდროულად, „ინნ დეველოპმენტი“ გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად ვაკვირდებით უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს, მომხმარებლის მოთხოვნებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალი პროექტების განვითარებისთვის არსებობს. ჩვენი ამბიციაა, ეტაპობრივად გავაფართოოთ კომპანიის საქმიანობა და თითოეული ახალი პროექტით კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დავამკვიდროთ. გვინდა, „ინნ დეველოპმენტი“ ასოცირდებოდეს სანდოობასთან, ხარისხთან, ინოვაციურ მიდგომებსა და თანამედროვე ცხოვრების წესთან.