ღვინისა და კინოს ახალი გამოცდილება „რთველისთან“ ერთად
კავეას კინოთეატრებში საყვარელი ფილმის ყურება „რთველისის“ ღვინოსთან ერთად არის შესაძლებელი“, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „რთველისის“ ბრენდის განვითარების მენეჯერმა კატო დედაბრიშვილმა განუცხადა.
„რთველისი“ და კავეა კინოსა და ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობენ. კავეას კინოთეატრებში საყვარელი ფილმის ყურება უკვე „რთველისის“ ღვინოსთან ერთად არის შესაძლებელი.

კინოთეატრის სტუმრების კომფორტისთვის, „რთველისის“ ღვინო სპეციალურად შერჩეულ, მცირე ზომის და მოსახერხებელ ბოთლებშია წარმოდგენილი. მაყურებელს შეუძლია სასურველი ღვინო შეარჩიოს, ფილმის ყურებით ისიამოვნოს და კინოს სრულიად ახალი გამოცდილება მიიღოს“, - აცხადებს კატო დედაბრიშვილი.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს დაიწყო. „რთველისი“ ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.