მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ღვინუკა“ 2025 წელს პირველი ბიო ღვინის წარმოებას გეგმავს

news image
mbc image

"ღვინუკა" პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა, 2023 წლის ჩავარდნის შემდეგ 2024 წელი უკვე წარმატებული იყო და კომპანიამ ბიო სერტიფიკატიც აიღო.

„2023 წელს ჩვენ ჩავარდნა გვქონდა და ეს ჩავარდნა აღმოვფხვრით 2024 წელს. იმიტომ რომ შედარებით უკეთესი მოსავალი გვქონდა. ამავდროულად ბიო სერტიფიცირება გავაკეთეთ ჩვენი ვენახის და 2024 წელში ეგეც ავიღეთ ბიო სერტიფიკატი “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.

კომპანია ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს და ფოკუსირდება მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.

„ჩვენ გვქონდა ხუთი სახეობის ღვინო და ამ ხუთ სახეობას ვაწარმოებთ. არის წლები როცა ხან ორია, ხან სამი, ხან ხუთი - მოთხოვნიდან გამომდინარე. მეღვინეობა გადავიდა განვითარების იმ ეტაპზე, როცა უფრო მეტად  მნიშვნელოვანია რომ ეს ხუთი ღვინო, წლიდან წლამდე გახდეს კიდევ უფრო ხარისხიანი, კიდევ უფრო უკეთესი და მრავალფეროვანი გემოების და არომატების ნაწილში.  ეს არის ახლა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი.

2024 წელი კომპანია“ღვინუკა“ - თვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. მოსავალი მეტად უფრო ხარისხიან და ჯანსაღი იყო.

„რთველის ნაწილში და ნედლეულის ანუ ყურძნის ხარისხის ნაწილში 2024 წელი უკეთესი წელი იყო. იმიტომ, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში არ იყო იმდენი ნალექი და არ გამოიწვია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების განვითარება ვენახში. როგორიცაა: ჭრაქი, ნაცარი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნალექების სიმცირემ ერთის მხრივ, გამოიწვია ის რომ ეს დაავადებები არ იყო, მეორეს მხრივ, ის რომ მტევანი იყო ჯანსაღი და ჯანმრთელი დაზიანების გარეშე და მესამე, ის რომ შემოდგომაზე, როცა უკვე რთველი დაიწყო და ის პერიოდი, როცა  შაქრიანობის აკრეფა დაიწყო ყურძენმა, აკრიფა საკმაოდ მაღალი შაქრიანობა და ალბათ, წელს, 2024 წლის ღვინო გვექნება ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენ მოგეხსენებათ, მშრალ ღვინოებს ვაწარმოებთ და გამორჩეული იქნება იმით რომ საკმაოდ მაღალ ალკოჰოლური იქნება და ალკოჰოლის შემცველობა 14.5%-15 %- ზეც კი ავა, რაც რაჭაში საკმაოდ იშვიათობაა.

იმისდა მიუხედავად, რომ წელს ბიო სერტიფიკატი ავიღეთ, ნახეთ როგორ ხდება : ბიო სერტიფიკატის აღება ხდება ყურძენზე და შემდგომ არის საჭირო უკვე გადამუშავების სერტიფიცირება. იქიდან გამომდინარე, რომ წელს საკმაოდ მცირე იყო ჩვენი ვენახის, ანუ სერტიფიცირებული ვენახის ყურძენი და თან ახალგაზრდა ვენახი არის, გადავწყვიტეთ რომ წელს ის სერტიფიცირებული ყურძნის სერტიფიცირებული გადამუშავება არ გაგვეკეთებინა და უბრალოდ გადავამუშავეთ. 2025 წელს ვთვლით რომ უკვე გადამუშავების სერტიფიცირებაც გავაკეთოთ და ჩვენი პირველი ბიო ღვინო გამოვუშვათ“, - ამბობს კომპანიისდამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა