მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ღვინუკამ“ ასორტიმენტი გააფართოვა

news image
mbc image

"ღვინუკა" პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა ასორტიმენტს ახალი ხაზი ალექსანდრეულ-მუჯურეთული დაემატა. 

„ორ წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და ახალი ღვინის ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა. გავაკეთეთ ახალი ხაზი ალექსანდრეულ-მუჯურეთული, რომელიც  წარვუდგინეთ მომხმარებლებს. ეს გემო პირველად გამოვა ამ წელს ბაზარზე. დანარჩენი ღვინოების მარაგი არსებობს სხვადასხვა ქსელში, მაღაზიასა თუ რესტორნებში. ვგეგმავთ, რომ 2025 წელს უფრო მასშტაბური წარმოება გვქონდეს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი.

„ღვინუკა“ აქტიურად მუშაობას ექსპორტის საკითხზე და ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 „ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზე გასასვლელად. ამჟამად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვსურს რომ ამ წლის ბოლოს თუ არა მომდევნო წლის დასაწყისში შევძლოთ ამერიკაში ექსპორტი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია ამჟამად ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს და ფოკუსირდება მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა