მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Gida Wine ექსპორტს ზრდის და ტურიზმის ბიზნესში შესასვლელად ემზადება

news image
mbc image

Gida Wine ექსპორტს ზრდის და ტურიზმის ბიზნესში შესასვლელად ემზადება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს - კომპანიის თანადამფუძნებელმა გივი ყვარელაშვილმა განუცხადა.

„2019 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე. მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხაშმში. გვაქვს 5 პოზიციის ღვინო და ჩვენი სავიზიტო ბარათია ხაშმის საფერავი. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ 10-12 სხვადასხვა ლოკაციაზე.  „8 000“ მოსავალში, სხვადასხვა ბარებსა და რესტორნებში“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

Gida Wine -ს წარმატებულის ექსპორტი ჰქონდა ევროპის მიმართულებით.

„ვცდილობთ, ჩვენი წარმოების მასშტაბიდან აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე და საექსპორტო ბაზრებზე პოზიცია შევინარჩუნოთ ხარისხით. გვაქვს ჩვენი ვენახები ხაშმისა და მანავის ზონაში. ვავითარებთ როგორც მევენახეობას, ისე მეღვინეობას. ექსპორტზე გავიტანეთ პროდუქცია იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში. ჩვენთვის საინტერესოა აზიის ბაზარი. არის ინტერესი იაპონიიდან და ჩინეთიდან, ამ ქვეყნებში ღვინის მცირე პარტიების გადაზიდვებზე. გვაქვს მოლოდინი, რომ იაპონიის ბაზარზე პირველ ეტაპზე ღვინის მცირე რაოდენობას მაინც გავიტანთ“, - ამბობს გივი ყვარელაშვილი.

Gida Wine წლიური წარმადობა 25-30 ბოთლამდეა. როგორც მეწარმე ამბობს კომპანიის ცნობადობა გაიზარდა და გაყიდვების ზრდამ პანდემიის შემდეგ 10% შეადგინა.

Gida Wine ტურიზმის ბიზნესშიც შეეცდება პოზიციების გამყარებას.

„გვაქვს მცირე გესტჰაუზი და პერიოდულად ვიღებთ სტუმრებს. 2025 წლიდან ამ მიმართულებით ვაპირებთ გაფართოებას“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა