მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Gift Concept - პრემიუმ სასაჩუქრე ნაკრებები კონცეპტუალური დიზაინითა და მაღალი ხარისხით

news image
mbc image

Gift Concept არის კომპანია, რომლის საქმიანობის სპეციფიკა პრემიუმ კლასის, წინასწარ შერჩეული და ესთეტიკურად გამართული სასაჩუქრე ნაკრებების შექმნაა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს, სოფიო პაპუნაშვილსა და ირინა პეტრიაშვილს, ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

Gift Concept ბაზარზე 2025 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა პრემიუმ კლასის, წინასწარ შერჩეული და ესთეტიკურად გამართული სასაჩუქრე ნაკრებების შექმნაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავუზოგოთ დრო და შევთავაზოთ მზა, მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხაზს უსვამს ადრესატისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას. მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ნივთებსა და აქსესუარებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ფუნქციურობითა და უმაღლესი ხარისხით.

რა პრინციპით ხდება სასაჩუქრე ბოქსების დაკომპლექტება?

ნივთების შერჩევისას ჩვენი ფილოსოფია ხარისხისა და ესთეტიკის სინთეზია. ფერების, ტექსტურებისა და დეტალების სიზუსტე უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ნაკრები იყოს არა უბრალოდ ნივთების ერთობლიობა, არამედ პრემიუმ კლასის დახვეწილი გამოცდილება. ჩვენი მთავარი პრინციპია კონცეპტუალური ერთიანობა - თითოეული ბოქსი იქმნება ისე, რომ მასში შემავალი ნივთები ერთმანეთს ავსებდნენ და ქმნიდნენ საერთო განწყობას.

რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

Gift Concept-ის მთავარი უპირატესობა პრემიუმ ნიშა, სერვისის სისწრაფე და მომხმარებლის ნდობაა. ბაზარზე ოპერირების მცირე დროის მიუხედავად, ჩვენს ირგვლივ უკვე ჩამოყალიბდა ლოიალური აუდიტორია, რომელთა პოზიტიური გამოხმაურებები ჩვენი ხარისხის საუკეთესო დასტური და მთავარი მოტივატორია. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ჩვენ დავნერგეთ გადახდის მოქნილი სისტემები და გამართული ლოჯისტიკური ჯაჭვი, რაც საშუალებას გვაძლევს, თბილისის მასშტაბით შეკვეთის იმავე დღეს მიწოდება უზრუნველვყოთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ პრემიუმ სტანდარტი იგრძნობოდეს მომსახურების თითოეულ ეტაპზე - შერჩევიდან ადრესატთან მიტანამდე.

რა არის Gift Concept-ის განვითარების სტრატეგია და რა გეგმები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?

ჩვენი სტრატეგია ბრენდის ეტაპობრივ და ხარისხიან ზრდას ეფუძნება. აქტიურად ვმუშაობთ ექსკლუზიურ კოლაბორაციებზე, რათა ასორტიმენტი მუდმივად იყოს უნიკალური.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სამომავლო გეგმა ფიზიკური სივრცის გახსნაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მთელი რესურსი ონლაინ გამოცდილების სრულყოფისკენ გვაქვს მიმართული, გვსურს შევქმნათ ადგილი, სადაც მომხმარებელი შეძლებს Gift Concept-ის ესთეტიკის ფიზიკურად შეგრძნებას. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი - გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და შევთავაზოთ მომხმარებლებს შოურუმის ტიპის კონცეპტუალური მაღაზია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

30.10.2026.20:43

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.

„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.

აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა