Gifting (საჩუქრის გაგზავნა) - ახალი ფუნქცია ინოვაციების ლიდერი ვოლტისგან
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ვოლტი ახალ ფუნქციას ამატებს.
ვალენტინობის აღნიშვნა დაკავშირებულია ძვირფასი ადამიანების მიმართ სიყვარულის და დაფასების გამოხატვასთან. ამ დღესთან დაკავშირებით, ვოლტის მომხმარებელს აქვს საშუალება, საჩუქრად გააგზავნოს თითქმის ყველაფერი ვოლტის პლატფორმიდან, რომელიც მას ფართო არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს რესტორნები, სუპერმარკეტები თუ ადგილობრივი მაღაზიები. საკვების გარდა, პოტენციური შენაძენი შეიძლება იყოს ყვავილები, შოკოლადი და აქსესუარები, როგორც საყვარელი ადამიანებისთვის, ისე - თქვენთვის.
ვოლტის საჩუქრის გაგზავნის ახალი ფუნქცია მომხმარებელს ასევე აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს ლამაზი დიზაინის მქონე ციფრული ბარათი და პირადი გზავნილი, რათა საჩუქარი მართლაც განსაკუთრებულად აქციოს. თაიგულის გაგზავნისას, შესაძლოა, ეს იყოს - „შენ ხარ საუკეთესო“; თავის მოვლის ნაკრებით განებივრებისთვის - „მე ამას ვიმსახურებ“; რომანტიკული ვახშმის შემთხვევაში - "გახსოვს, ამას რომ ვუკვეთავდით?" და მრავალი სხვა. არჩევანი ფართოა, ფავორიტი ობიექტებიდან საყვარელ ბრენდებამდე, ასე, რომ ვოლტზე განსაკუთრებული საჩუქარი ყველასთვის მოიძებნება.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.