მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ტყემალაძე: ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართი სადგურების აღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ,დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გმირთა მოედანთან, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურების აღებას და სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას შეეხება. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქალაქისთვის ის, რაც  დღეს დააანონსა ქალაქის მერმა. დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანიამიმდინარეობს მუშაობა, მსჯელობა და ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ დავაანონსეთ, რომ აუცილებელი იყო ამ კვანძის გაფართოება, რათა სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელებულიყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ამ საკითხს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების გადატანა და იმ არეალის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ტრანსპორტის სამსახური უკვე ამუშავებს მოძრაობის ახალ სქემას აღნიშნული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით“,  -  დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა