„გიორგობისთვე“ - წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ნოემბრის თვეში განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს
„სილქ ჰოსფითალითის“ ინიციატივით, 3 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით წინანდლის მამული და სასტუმრო Radisson Collection განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიებების გენერალური პარტნიორია SOLO და Visa. მხარდამჭერია Lexus საქართველო. „გიორგობისთვის“ ფარგლებში, ღონისძიებების პარალელურად, SOLO Visa ბარათით გადახდისას, წინანდლის მამულის სასტუმრო Radisson Collection-ის ნომრებსა და რესტორნებზე იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება - 20%-იანი ქეშბექი. (მაქსიმუმ 300 ლარი)
კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად, წინანდლის მამულში გაიმართება გასტრონომიული დღეები, რომლის ფარგლებშიც სტუმრები შეძლებენ, დააგემოვნონ მე-19 საუკუნის ტრადიციული, ჭავჭავაძისეული სუფრა „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის, ირაკლი ასათიანის შესრულებით. ამასთანერთად, წარმოდგენილი იქნება წინანდლის მამულის პარტნიორი მარნების ყველის, ღვინისა და შოკოლადების ნაწარმი.
სასტუმროს სტუმრების გარდა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის.
გაეცანით „გიორგობისთვის“ პროგრამას:
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.