მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GITA-მ Angel Investor-ის ქსელების განვითარებისთვის კონკურსი გამოაცხადა

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „ანგელოზი ინვესტორების“ ქსელების განვითარებისთვის კონკურსი გამოაცხადა. 

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 4 სექტემბერს იწურება. 

„ანგელოზი ინვესტორების“ ქსელების კონკურსი მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული ორგანიზაციების მხარდაჭერას და გამარჯვებულისგან შემდეგი 3 კომპონენტის ჭრილში შესრულებული მომსახურების შესყიდვას: 

1. ინვესტორების ცნობიერების გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების განსახორციელებლად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების პროცედურებზე, ტრენდებსა და შესაძლებლობებზე;

2. სტარტაპების მზაობის გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების მისაღებად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები ინვესტიციის მიღების პროცედურებზე, ბიზნესის შეფასების და საინვესტიციო შეთავაზებების სწორად დაგეგმვაზე;

3. ღონისძიების ორგანიზებაზე, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინვესტორების წინაშე წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ინვესტიცია.

გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურა:

საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. შეფასების შემდეგ, კომისია იტოვებს უფლებას, ჯამური საკონკურსო ბიუჯეტი გაანაწილოს სულ მცირე ერთ გამარჯვებულ ორგანიზაციაზე, მათ მიერ გადაწყვეტილი პროპორციით. 

ანგელოზი ინვესტორი (ინგლისურად Angel Investor) არის ინვესტორი, რომელიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიაში, ე.წ. „Startup“-ში დებს ფულს. ამასთან, ეს ინვესტორები გამოირჩევიან მაღალი რეპუტაციით და მათ მიერ კონკრეტული ახალი კომპანიით დაინტერესება, ამ ახალი კომპანიისადმი სხვა ინვესტორების დაინტერესებასაც ზრდის. სახელი „ანგელოზი“ დაკავშირებულია ახალი ინვესტორის სტატუსთან – ის კომპანიას ხშირად „მფარველად“ ევლინება. ანგელოზ ინვესტორებს კომპანიისთვის ფულთან ერთად გამოცდილება და რჩევებიც მოაქვთ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა