მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GITA -ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 დამწყები IT სპეციალისტისმომზადების პროგრამაზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე დამატებით 1000 დაინტერესებული პირი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით.
 

პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მოიცავს IT სფეროთიდაინტერესებული პირებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარებასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.

Do IT in Georgia - პროგრამა აერთიანებს GITA-ს IT პროგრამებს, როგორებიცაა 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება, Do IT with the EU და Code-IT.  

პროექტი სხვადასხვა რესურსის გაერთიანებით ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებულიეკონომიკის განვითარებას. შესაბამისად, IT სფეროში დაინტერესებულ ინდივიდებს ეძლევათშესაძლებლობა, შეიძინონ ახალი პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფსსწრაფ დასაქმებასა და განვითარებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებსა და სასწავლო პროგრამებს. პლატფორმაზე განთავსებულია, როგორც მთავრობის, ისედონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული კურსები. ამ გზითჩამოყალიბდება ერთიანი სისტემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქტიურადცდილობენ ციფრულ სამყაროში ადაპტაციას.

 

5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 1046 მონაწილე მომზადდა პროგრამირების, დიზაინისა და მართვის მიმართულებით.  პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება. შესაბამისად,  წელს დამატებით 1000 სტუდენტი შეძლებს სასურველი კურსის გავლას.
 


 

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა