მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GITA - ს მხარდაჭერით, კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2-3 დეკემბერს შიდა ქართლი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს - ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართება. 36 საათის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ  სტარტაპ იდეებზე და გადაჭრიან სექტორში არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო მასალების გაუმჯობესების მიმართულებით;
  • ჭკვიანი სახლის სისტემები (IoT, Software-Hardware) უზრუნველყოფა;
  • ინოვაციური მდგრადი გადაწყვეტილებები მშენებლობაში (ეკო, ენერგოეფექტური სახლები და ა.შ);
  • უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები (მათ შორის, შრომის უსაფრთხოება) სამშენებლო სექტორში;
  • სერვისი (სამშენებლო სამუშაოების მომზადების, მენეჯმენტის, სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა, მექანიზაცია, იურიდიული მხარდაჭერა);
  • მონიტორინგის ინოვაციური სისტემები;
  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დეველოპმენტში;
  • ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არქიტექტურაში.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (16 წლიდან) -  სტუდენტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მარკეტერებს და სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. ჰაკათონი დასრულდება დემო დღით, სადაც გამარჯვებული GITA -გან მიიღებს 5000 ლარის ოდენობის გრანტს იდეის განხორციელებისთვის.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი, რომელმაც დააწესა საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, მონოლით ჯგუფის მიერ რჩეული გუნდის გამოვლენის შემთხვევაში, მათ ექნებათ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობის შესაძლებლობა პროდუქტის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.

ჰაკათონის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრასპორტირება, დღისა და ღამის კვება, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცეებითა და ფაბლაბის დანადგარებით სარგებლობას ღამის საათებშიც.

პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://mtr.cool/fiyyljhwuo

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა