GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქვეყანაში ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციური იდეების განვითარებას. ამჯერად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2026 გაიმართა.
AgriHack 2026 მიზნად ისახავდა აგროსექტორში ინოვაციების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უწყობს ხელს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი 60 ახალგაზრდა ორი დღის განმავლობაში მუშაობდა აგროსექტორში არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე.
ჰაკათონის ფარგლებში გუნდებმა შექმნეს პროტოტიპები. დემო დღეზე კი მონაწილეებმა ჟიურის წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური აგროტექნოლოგიური იდეები და პროტოტიპები, რის შემდეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკის რჩეული გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას ემსახურება და მომავალშიც ჩაერთვება მსგავსი პროექტების განხორციელბაში.
სხვა სიახლეები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
03.07.2026.18:21
5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS - ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბანკმა პარტნიორ Tbilisi Mall-თან ერთად მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზება მოუმზადეს.
5 ივლისს, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
Tbilisi Mall-ში წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების ფართო არჩევანი, ამიტომ გაორმაგების დღე კარგი შესაძლებლობაა, სასურველი ნივთები კიდევ უფრო მომგებიანი პირობით შეიძინოთ.
პარტნიორი მაღაზიების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.