მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

GITA სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის "ერთიანობამრავალფეროვნებაშია" პროგრამას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებაპრე-აქსელერატორის პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობის მიღებაშეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ნებისმიერ ადამიანს. პროგრამა 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენებისძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტოკონკურსისთვის.

 

პრე-აქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

  • იდეების გენერირება/დახვეწა
  • ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება 
  • დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

 

პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვააქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს, სტარტაპებისშესაქმნელად და გასავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა დაპრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნანინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორგამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნესგეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, პროექტის განმავლობაში მენტორებისდახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეებიმზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდიშეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციოპროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.

 

პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://survey.zohopublic.com/zs/hx0wN5

 

USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროსასოციაცია, აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტისგანმახორციელებელია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა