GITA - თან პარტნიორობით, თბილისში ფინტექ სიმპოზიუმი ,,Bulls“ გაიმართება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, 2024 წლის 25 მაისს, თბილისში, ფინანსური ტექნოლოგიური სიმპოზიუმი “Bulls” პირველად გაიმართება.
მესამე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, “კრიპტო ბაზარი” ფინანსური ტექნოლოგიებითდაინტერესებული ადამიანებისთვის ღონისძიებას აანონსებს. სიმპოზიუმის სტუმრები დაესწრებიანსაერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკოსი სპიკერების გამოსვლებსა და პანელურდისკუსიებს. ღონისძიება დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, თანამედროვე ბიზნესმოდელები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და ინვესტიციები. ღონისძიება გამორჩეული იქნება ეფექტური„ნეთვორქინგის“ შესაძლებლობითა და სხვადასხვა აქტივობით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოშიფინტექისა და კრიპტო „ქომიუნითის“ განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.
ღონისძიების გენერალური პარტნიორია ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია “Tether” დაქართული კრიპტო გადახდების კომპანია Citypay.io. ღონისძიებას უმასპინძლებს “რესპუბლიკა”.
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მათი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე. მეტიინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://openmylink.in/TKT-GE
“კრიპტო ბაზრის” შესახებ:
2021 წლიდან Crypto Bazari საქართველოში ქმნის ფინანსური განათლების ყველაზე მნიშვნელოვანგარემოს, რომლითაც ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის ფინანსურ განვითარებას, შესაძლებლობასაძლევს ადგილობრივ ბიზნესს, საერთაშორისო ინვესტიციებზე მოიპოვოს წვდომა და სხვადასხვაპროფესიის ადამიანებმა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები. კომპანიის მთავარი ფოკუსიფინანსური განათლებაა, ბაზრის ზრდასთან ერთად კრიპტო ბაზრის როლი მნიშვნელოვნადგაიზარდა კრიპტო გადახდების, გადაცვლისა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისმიმართულებით. კრიპტო ბაზრის ღონისძიებები აერთიანებს ადამიანებს და ბრენდებს, რომლებიცსაინტერესო კვალს ტოვებენ კრიპტო ვალუტების, ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების დაინოვაციების
დარგში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.