გლემფინგის მოყვარულებისთვის აჭარაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა
აჭარაში, ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. „ნესთ“- ასე ჰქვია ახალ ტურისტულ ობიექტს, რომელიც მალე შესაძლოა, ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.
„ნესთ“-ი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მდებარეობს და ჯერჯერობით ერთ გლემფინგ კოტეჯს აერთიანებს, თუმცა გეგმაშია გაფართოება 6-7 კოტეჯამდე.
გიგი ჩაჩავამ და გიორგი მათითაიშვილმა ძალები გააერთიანეს და ასე შეიქმნა „ნესთ“-ი. როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, მიწა გიგი ჩაჩავას საკუთრება იყო, დაიწერა ბიზნეს-გეგმა და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გიორგი მათითაიშვილის პროექტმა გაიმარჯვა და ასე მოხდა პროექტისთვის 30 ათასი ლარის გრანტის მოპოვება.
თავად გლემფინგ კოტეჯი, საიდანაც ულამაზესი ბათუმის პანორამული ხედი იშლება, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით მეწარმეებს 43-45 ათასი ლარის ფარგლებში დაუჯდათ.
როგორც გიორგი მათითაიშვილი ამბობს, „ნესთ“-მა ჯავშნების მიღება 8 ივნისიდან დაიწყო და იმედი აქვს, რომ მალე მოთხოვნა მზარდი იქნება და ამ ფონზე გლემფინგ კოტეჯების რაოდენობას დაამატებს.
გლემფინგ კოტეჯში, მოთხოვნის შემთხვევაში ღამის თევა ერთდროულად 4-ზე მეტ ადამიანს შეუძლია.
რაც შეეხება ფასებს, „ნესთ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, გახსნასთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში სააქციო ფასი იქნება, 2 ადამიანზე 180 ლარი, ხოლო შემდგომ ფასების ადაპტირება დაიწყება და მაღალ სეზონზე ფასი 225-ლარიდან 250 ლარამდე იქნება.
აღნიშნულ ფასში არ შედის საუზმე, თუმცა წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში მასპინძლებს აღნიშნული სერვისის მიწოდებაც შეუძლიათ.
გლემფინგ კოტეჯში მოწყობილია მინი სამზარეულო, სადაც არის გაზქურა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი, ტოსტერი, მადუღარა, ასევე ეზოშია გრილი დამონტაჟებული.
ეზოში ასევე მოწყობილია გასართობი სივრცე პუფებითა და ჰამაკით და ასევე არის კოცონის დასანთები ადგილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.