მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ რიცხვებში - როგორ იმყარებს სადაზღვევო ბაზარზე კომპანია პოზიციებს

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ 2024 წლის 9 თვეში 51 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა და ამ მაჩვენებლებით TOP 10-ში მეშვიდე პოზიციაზეა.

ბოლო წლების სტატისტიკით „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ყოველწლიურად მაჩვენებლებს აუმჯობესებს და ბაზარზე საკუთარ პოზიციებს უფრო მყარს ხდის. რეალურად, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოზიდული პრემიების მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა, 2023 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ის მერვე ადგილზე იყო. 2022 წელს (9 თვის მაჩვენებლებით) კი მეცხრე ადგილზე. 

2023 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიამ 36 მლნ ლარის პრემია მოიზიდა. შესაბამისად, 2024 წელს 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდა 42%-ია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სამივე კვარტალში  „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ ანაზღაურებულმა სადაზღვევო ზარალმა 26 მლნ ლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 17 მლნ ლარი იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ზრდა 53%-ია. 

2024 წლის 9 თვის განმავლობაში  „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 36 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდში კომპანიის წინაშე დამდგარმა სადაზღვევო ზარალის მოცულობამ 26 მლნ ლარი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ იანვარ-სექტემბერში ნეტო გამომუშავებული პრემია 30 მლნ ლარი იყო, ხოლო ნეტო დამდგარი სადაზღვევო ზარალი 25 მლნ ლარი.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ 31 მლნ ლარ მოიზიდა და ბაზრის 7%-იან წილსაც დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო სექტორმა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სულ  428 მლნ ლარი მოიზიდა.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. იანვარ-სექტემბერში სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 983 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით ხელმძღვანელობს, რადგან ორგანიზაციისა და პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ყველა რისკის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად შეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმის შექმნა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა