Global Brands Magazine-მ საქართველოს ბანკი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დაასახელა
საქართველოს ბანკმა მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დასახელდა. დაჯილდოება „Global Brand Awards“ ბრიტანული გამოცემა Global Brands Magazine-ის ინიციატივით იმართება და იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული მიღწევებისა და პერფორმანსის მქონე ინსტიტუტების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება. წელს, ქვეყნის მასშტაბით, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებს შორის, გამოცემის ფოკუსში მხოლოდ საქართველოს ბანკი მოხვდა. იგი საბანკო სექტორში უნიკალური და გამორჩეული სერვისის მიმწოდებელ ბრენდად შეფასდა.
„საქართველოს ბანკმა ეს აღიარება მოიპოვა ინოვაციის, ხარისხის, ბრენდის აქტივობების, მაღალი დონისა მომსახურებისა და პერფორმანსის კუთხით გაწეული ძალისხმევის გამო, რაც რეგიონში მტკიცე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია Global Brands Magazine-ის შეფასებაში.
„მოხარული ვართ, რომ საბანკო სისტემის განვითარებაში საქართველოს ბანკის მიერ შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო გამოცემის მიერ. ყველაზე სანდო საბანკო ბრენდის ტიტული ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ბანკმა გასული წლების განმავლობაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და ბრენდის გაძლიერებისთვის გასწია. ყველა პროცესი, რომელიც საქართველოს ბანკში ხორციელდება, სწორედ სანდოობის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას ემსახურება, ამიტომ ვამაყობთ, რომ დაჯილდოების ფარგლებში ბანკმა ამგვარი შეფასება დაიმსახურა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალას, არ გავჩერდეთ და არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, Global Brands Magazine ბრიტანული გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბრენდის შესახებ მოსაზრებებსა და სიახლეებს აშუქებს. დაჯილდოების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს კი როგორც გამოცემის მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტო აფასებს. ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომლებიც ფინანსების, განათლების, ტექნოლოგიების და სხვა ინდუსტრიების მასშტაბით გამორჩეულ პერფორმანსს აჩვენებენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.