Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში 2026 წლის საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით დაასახელა.
გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
„ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დღეს კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აღარ არის აბსტრაქტული საკითხები, არამედ იქცა ყოველდღიურ გამოწვევად. სირთულეების მიუხედავად, რეგიონში არსებული ფინანსური ინსტიტუტები ავლენენ მნიშვნელოვან ლიდერობას და ახორციელებენ ინოვაციურ ინიციატივებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით - მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკის განვითარებასა და მდგრადობაზე დაფუძნებული ბიზნეს-პრინციპების დანერგვას. ეს პროცესი მოიცავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ინიციატივებს, არამედ გულისხმობს მდგრადობის უფრო ფართო გაგებასაც, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ბიზნესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში.
“Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო – “2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით” – ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა – ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, – აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
მდგრადი დაფინანსების ჯილდო გადაეცათ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Ameriabank (სომხეთი) და სხვა. მსოფლიოში საუკეთესო ბანკად მდგრადი დაფინანსების მიმართულებით კი Societe Generale დასახელდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
20.07.2026.17:52
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.
500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.
პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.
500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.
მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: