მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა

news image
mbc image

Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, “გალტ & თაგარტი” კი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს.

Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ი J.P Morgan-ის, Societe General-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დასახელდა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიები საინვესტიციო ბანკირების რჩევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით კი, კრიზისულ პერიოდში. წელს, ბაზარზე რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ სექტორის წამყვან ინსტიტუტებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი 2023-ის“ ტიტული დაიმსახურეს“, - აღნიშნავს ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო, Global Finance-ის მთავარი რედაქტორი.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკის“ ჯილდოს მიღება. გალტ & თაგარტის გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განვითარების პროცესში, სწორი ორიენტირისკენ მიემართება.

ეს ჩვენთვის Global Finance-ის მიერ გადმოცემული რიგით მეშვიდე ჯილდოა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შევქმნათ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და მას მსოფლიოს სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ: სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge 193 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ჟურნალი უკვე 36 წელია, მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა