მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში

news image
mbc image

Global Finance-ის გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა 22 წელია ყოველწლიურად საუკეთესო კასტოდიან ბანკებს ავლენს მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში. რედაქციამ საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდოს გამარჯვებულების გამოსავლენად Global Finance-ის რედაქციამ შეაგროვა და გააანალიზა 2023 წლის მონაცემები; შეფასების პერიოდში კი ეყრდნობოდნენ ბაზრის დეტალური კვლევის შედეგებსა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებს. ამასთან, აპლიკანტების საქმიანობის ეფექტურობის გასაზომად შეიმუშავეს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის: მომხმარებლის კმაყოფილება, სერვისის ხარისხი,  ტექნოლოგიური პლატფორმები, ბიზნესის მდგრადობის გეგმა, ანგარიშსწორების შემდგომი ოპერაციები და სხვა.

„კასტოდიან ბანკები დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან, ამის პარალელურად კი ცდილობენ შექმნან ისეთი სერვისები, რომლებიც შესაბამისობაში მოვა მარეგულირებელთა მოთხოვნებთან და მომხმარებელთა მოლოდინებთან. აქედან გამომდინარე, Global Finance-ის საუკეთესო კასტოდიანიბანკის ჯილდო ისეთ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რათა გააუმჯობესონ გლობალური დაფარვა და ინდუსტრიის ოპერაციული ეფექტურობა“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები, რომელიც მათ ინოვაციურ საბანკო გამოცდილებას შესთავაზებს. ამისათვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ უკვე არსებული და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად კომფორტული სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.

 

ინფორმაციისთვის, კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა